“ზაგვეს საიმპერატორო დინასტია”
“ზაგვეს საიმპერატორო დინასტია” - წარმოადგენდა აფრიკული ქვეყნის – ეთიოპიის საიმპერატორო დინასტიას,რომლებიც მას მართვადნენ XII-XIII საუკუნეებში.წარმომავლობით ზაგვეს დინასტია აგაუს ხალხიდან მოდიოდა (ჯგუფი კუშნინთა ხალხის,რომლებიც სახლობდნენ ეთიოპიის ჩრდილოეთ რეგიონებში).აღნიშნული დინასტია ეთიოპიას მართავდა აქსუმის სამეფოს დაცემის დღიდან (1137 წელი),მანამ,სანამ 1270 წელს იეკუნო ამლაკმა,რომელიც სოლომონის დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ,არ აჯანყდა და არ გაანადგურა ზაგვეს არმია,რასაც ამ დინასტიის მმართველობის დასასრული მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე ცნობილ იმპერატორს ზაგვეს დინასტიიდან,წარმოადგენდა გებრა მასკალი,რომელმაც დედაქალაქ ლალიბელაში ააგო დიდებული ქრისტიანული ტაძრები,რომელიც დღესაც აოცებენ მნახველებს.ეთიოპელი ისტორიკოსების ცნობების თანახმად,საიმპერატორო ძალაუფლება იმპერატორის დაღუვის შემთხვევაში,ძმიდან ძმაზე გადადიოდა და არა,როგორც წესი – შვილიდან შვილზე.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ზაგვეს დინასტიის მმართველები ქრისტიანული სარწმუნოების მქონენი იყვნენ და აქსუმის სამეფოს დაცემის შემდეგ,დედაქალაქიც მათ რეგიონში – ლალიბელაში გადმოიტანეს,რომელიც თავის მხრივ ლასტას ოლქს წარმოადგენს.ზუსტი რაოდენობა “ზაგვეს საიმპერატორო დინასტიის” წარმომადგენლებისა ეთიოპიის საიმპერატორო ტახტზე უცნობია.თუმცა არის მოსაზრება,რომ მათი რაოდენობა 5-დან 16-მდე უნდა ყოფილიყო. (ავტორი გენია.ჯი) თავად “ზაგვეს” დინასტიის ფუძემდებლად მიჩნეულია მარა ტალკა ჰაიმანოტი,რომელიც თავის მხრივ აქსუმის იმპერატორის – დილ ნაოდას სიძე გახლდათ.ზუსტად დაუდგენელია ის თუ ვინ გახლდათ უკანასკნელი იმპერატორი ზაგვეს საიმპერატორო დინასტიიდან,თუმცა ეთიოპელ ისტორიკოსთა ერთი ნაწილი – იეტბარაკს ასახეკებს,რომლის ძალაუფლებაც,ზემოთ აღნიშნული იეკუნო ამლაკმას აჯანყებას შეეწირა.”ზაგვეს საიმპერატორო დინასტია” გახდა იმ ულამაზესი და დღემდე შემორჩენილი,გასაოცარი ტაძრების ამგები ლალიბელაში,რომლებიც მსოფლიოს აოცებს.მრავალი წყარო კი ლალიბელას “მეორე იერუსალიმად” მოიხსენიებს.