მათიას დე ლ’ობელი

მათიას დე ლ’ობელი - დაიბადა 1538 წელს საფრანგეთის ქალაქ ლილში.იგი წარმოადგენდა XVI საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფლამანდრიელ ბოტანიკოსს და ექიმს,რომელმაც სწავლის კურსი,მონპელიეს ცნობილ უნივერსიტეტში,დიდი ფრანგი ზოოლოგის,ნატურალისტისა და ექიმის – გიიომ რონდელეს,ხელმძღვანელობის ქვეშ გაიარა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გიიომი მათიას,იმთავითვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა და მის ნიჭის თაყვანისმცემელიც კი გახლდათ.მათიასი 1571-1581 წლებში,სამედიცინო საქმიანობით იყო დაკავებული ბელგიის ქალაქ ანტვერპენსა და ნიდერლანდების ქალაქ დელფტში. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი მოღვაწეობა,ორანის პრინცთან და ნიდერლანდების ბურჟუაზიული რევოლუციის უმთავრეს ლიდერთან – ვილჰელმ I ორანელთან.მათიასი ამ პერიოდში ვილჰელმის პირადი ექიმი გახლდათ.1584 წელს ნიდერლანდებში ომის დაწყების შემდეგ,დატოვა ქვეყანა და საბოლოოდ საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა.ინგლისში გადასვლის შემდგომ,მან სამსახური ქალაქ ჰენკის ბოტანიკური ბაღის მომვლელად დაიწყო.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მათიასი ბუნების მიმართ უდიდეს ინტერესსა და სიყვარულს გამოხატავდა.მისი საქმისადმი სიყვარული,შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალევე ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის ჯეიმზ I-ის,სასახლის კარზე მთავარი სამეფო ბოტანიკოსი ხდება.თავის ნაშრომში “Stirpium adversaria nova”,რომელიც გამოქვეყნებულ იქნა ლონდონში 1570 წელს,მცენარეებს 7 კლასად ყოფდა: მარცვლოვანი,ჯადვარისებრნი,ბოსტნეული,ხილეული,ხისებრნი და ბუჩქისებრნი,პალმისებრნი და ხავსები.მის მეორე წიგნში “Plantarum seu stirpium historia”,რომელიც 1576 წელს გამოქვეყნდა ანტვერპენში,გამოსახული და აღწერილი იყო 2191 სახეობის მცენარე. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად მათიასმა უდიდესი წვლილი დაიდო ბოტანიკის,როგორც მეცნიერების განვითარებაში.მათიას დე ლ’ობელი გარდაიცვალა 1616 წლის 3 მარტს,დიდი ლონდონის ჩრდილოეტით მდებარე სოფელ ჰაიგეითში.მის მიერ გაწეული უდიდესი შრომა კი უკვალოდ არ დარჩენილა და ერთ-ერთმა ცნობილმა ფრანგმა ბოტანიკოსმა – შარლ პლიუმემ,მისი სახელი უკვდავსაყოფად,ერთ-ერთ მცენარეს მაჩიტასებრნთა ოჯახიდან – ლობელია უწოდა.

ლობელია