უმბერტო I – “საოცარი დამთხვევა”
უმბერტო I (1844-1900 წლები) – წარმოადგენდა იტალიის მეორე მეფეს 1878-1900 წლებში,სავოების დინასტიიდან.იტალიის ქალაქ მონცაში სტუმრობისას,უმბერტო ადგილობრივი ქალაქის პატარა რესტორანში სადილად გაჩერდა.მის უდიდებულესობას სუფრაზე მომსახურება თავად რესტორნის მეპატრონემ გაუწია.თუმცა მეფე და მისი თანმხლები პირები გაოცდნენ მას შემდეგ,რაც მათ წინაშე რესტორნის მეპატრონე წარსდგა. (ავტორი გენია.ჯი) იგი სრული ორეული გახლდათ იტალიის მეფისა არა მარტო სახით,არამედ სხეულის აღნაგობითაც კი.გარდა იმისა რომ ისინი ერთმანეთს საოცრად გავდნენ ფიზიკურად,მათ შორის კიდევ მრავალი თანხვედრა არსებობდა.ისინი დაიბადნენ ერთსა და იამვე წელიწადს,თვესა და რიცხვში,ერთსა და იმავე ქალაქში (ტურინი).ორივენი დაქორწინებული გახლდნენ ქალზე რომელთა სახელი მარგარიტა იყო.რესტორნის მეპატრონემ თავისი დაწესებულება სწორედ იმ დღეს გახსნა,როდესაც უმბერტოს კორონაცია იმართებოდა.(ავტორი გენია.ჯი) თუმცა ამ საოცარი თანხვედრებით მათი ისტორია არ დასრულებულა.1900 წელს უმბერტოს მიაწოდეს ცნობა იმის შესახებ,რომ უბედური შემთხვევის შედეგად (თოფი გაუვარდა),გარდაიაცვალა მონცაში მდებარე რესტორნის მფლობელი (მისი ორეული).იტალიის მეფემ სამძიმრის გამოხატვაც კი ვერ მოასწრო,რომ მეორე დღეს,1900 წლის 29 ივლისს იმავე ქალაქ მონცაში,თავად იქნა მოკლული იტალიელი ანარქისტის – გაეტანო ბრეშის მიერ. (ავტორი გენია.ჯი)