ალექსანდრე ყაზბეგი – “ჩემს კალამს”
მიყვარხარ,ჩემო კალამო,
არ მოიწყინე წერაო,
გულით მსურს მოგესალამო,
შენი სიწმინდე მჯერაო.
***
მით გეტრფი,გრძნობის ალამო,
მტერმა ვერ შეგაჩერაო,
დაჭრილის გულის მალამო,
ჩემი ხარ,ბედისწერაო.
***
შენ გენაცვლები,კალამო,
სხვაფრივ ხარ მონათლულიო,
გულის წადილი პირდაპირს,
არა გაქვს დამალულიო.
***
ჰგრძნობ კვნესას,იცი მშრომელსა
თვალზედ არ მოსდის რულიო,
და ხელი ძმურად მიეცი,
შეუმსუბუქე წყლულიო.