ჟოაკიმ ალბერტო ჩისანოს ბიოგრაფიიდან…
ჟოაკიმ ალბერტო ჩისანო - წარმოადგენს ცნობილ მოზამბიკელ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს,რომელიც ამ ქვეყნის რიგით მეორე პრეზიდენტს წარმოადგენდა 1986-2005 წლებში.თავდაპირველად იგი საპრეზიდენტო პოსტზე დანიშნულ იქნა,მისი წინამორბედის და მოზამბიკის პირველი პრეზიდენტის – სამორა მოიზეს მაშელის გარდაცვალების შემდგომ. (ავტორი გენია.ჯი)1993-1999 წლებში კი საყოველთაო არჩევნებით კიდევ ორი საპრეზიდენტო ვადით იქნა არჩეული.როდესაც მან ქვეყანის უმაღლესი ხელისუფლება ჩაიბარა,მოზამბიკი წარმოადგენდა სამოქალაქო ომში ჩაფლულ ქვეყანას და და გარდა ამისა,ეკონომიკური კუთხით ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოდ მიიჩნეოდა მსოფლიოში.მისი მმართველობის პერიოდში კი შიდა პოლიტიკური მდგომარეობა მოაგვარა.დაასრულა მრავალწლიანი სამოქალაქო ომი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებით.განავითარა ეკონომიკა და დაიწყო მოზამბიკაში ერთპარტიული მმართველობის რღვევა.გაატარა მრავალი რეფორმა.აღსანიშნავია,რომ მისი მმართველობის დროს მოზამბიკის ეკონომიკა მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ეკონომიკური მაჩვენებლიდან,მსოფლიოს ყველაზე მზარდ ეკონომიკად აქცია.2004 წელს,მიუხედავად მრავალი თხოვნისა,თავად განაცხადა უარი კვლავ მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი “გაეროში” მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა,ხოლო 2004 წლიდან “აფრიკის კავშირის” ხელმძღვანელი გახდა.1992 წელს ჟოაკინმა შეისწავლა ტრანსტენდეციური მედიტაცია. (ავტორი გენია.ჯი) ორი წლის შემდეგ აღნიშნული პრაქტიკა ფართოდ დანერგა სკოლებში,ჯარსა და პოლიციაში.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი იგი ოფიციალურად აცხადებდა: