“პაკეჰა”
“პაკეჰა” - მაორთა ენაზე “Pakeha”,წარმოადგენს ახალი ზელანდიის მაცხოვრებელ ევროპული წარმომავლობის მქონე ხალხს ან იმ ადამიანებს,რომელთაც ევროპული გენი მოსდგამთ.სიტყვა “პაკეჰას” წარმომავლობა უცნობია,თუმცა ცნობილია,რომ ახალი ზელანდიის მკვიდრი მაორები,თავდაპირველად ამ სიტყვას იყენებდნენ როგორც შეურაცმყოფელს და ერთი ვერსიის თანახმად იგი უნდა მომდინარეობდეს სახელწოდებიდან – ადამიანის მსგავსი ზღვის ბოროტი სულებიდან,რომელსაც მაორთა ენაზე – Pakehakeha ეწოდება.დღევანდელ დღეს,აღნიშნული სიტყვა უფრო ნეიტრალური ელფერის დანიშნულების მქონე სიტყვად იქცა და იგი ხშირად გამოიყენება ახალზელანდიურ და ოკეანიის ქვეყნების (სადაც ძირითადად მაორები სახლობენ) პრესასა და და მედიაში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ასაკოვანი თაობისათვის,იგი კვლავაც ნეგატიური კონტექსტის მქონე სიტყვად მიიჩნევა.თანამედროვე სამყაროში,ოფიციალურ დონეზე “პაკეჰა”-ს სახელით მოიხსენიებენ ძირითადად იმ ბრიტანელთა,ნაწილობრივ კი ნიდერლანდლთა,ირლანდიელთა და საერთოდ ევროპელთა შთამომავლებს,რომლებიც მაორების ქვეყნებში დღემდე ცხოვრობენ და რომელთა წინაპრებიც მაორების ქვეყნებში ადრეულ ეპოქებში (კოლონიალიზმის დროს) იყვნენ დასახლებული.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ადრეულ პერიოდებში მაორებსა და “პაკეჰებს” შორის არაერთი უსიამოვნო ინციდენტი მომხდარა,რასაც საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოყვა,როგორც ერთი ასევე მეორე მხისათვის.ამის თვალნათელი მაგალითი კი გახლავთ ცნობილი ახალ ზელანდიელი პოლიტიკოსის,იურისტის,მაორთა უფლებების დამცველისა და “ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის საქმეების მინისტრის” – აპირანა ნგატას (1874-1950 წლები),პოსტიდან გადადგომა.აღნიშნული ფაქტი მაორების მიერ შეფასებულ იქნა,როგორც “პაკეჰას” მიერ ნგატაზე განხორციელებული ზეწოლა,რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ნგატა გახლდათ ის პიროვნება,რომელიც იწყებდა მიწის რეფორმას ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სწორედ ამ პერიოდში დატოვა მან თანამდებობა ისე,რომ აღნიშნული “მიწის რეფორმა” ვერ განახორციელა. (ავტორი გენია.ჯი) მაორებმა კი ყოველივე “პაკეჰას” დაუკავშირა და მათ მიმართ მკვიდრი მოსახლეობის დამოკიდებულება იმ პერიოდისათვის კიდევ უფრო ნეგატიური გახადა.