უილიამ სომერსეტ მოემი – “თეატრი”

“თეატრი” - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რომანს,დიდი ინგლისელი მწერლისა და პროზაიკოსის - უილიამ სომერსეტ მოემისა (1874-1965 წლები).აღნიშნული რომანი მწერლის მიერ დაწერილ იქნა 1937 წელს და მასში ირონიულად არის აღწერილი ისტორია ულამაზესი და შესანიშნავი მსახიობი ქალისა,რომელიც “კრიზის” განიცდის მისი ცხოვრების შუა ნაწილში.რამაც მას რომანი გააჩაღებინა მასზე 25 წლით უმცროს მამაკაცთან. (ავტორი გენია.ჯი) რომანის მთავარი გმირი გახლავთ – ჯულია ლემბერტი,რომლის ასაკი 46 წელია და გახლავთ ცნობილი მსახიობი ქალი.გარდა ამისა ჰყავს შესანიშნავი ოჯახი: მეუღლე – მაიკლი,იმავე თეატრის “სიდონსის” რეჟისორი და მფლობელია,სადაც ჯულია გამოდის.გარდა ამისა ჰყავს საკმაოდ წარმატებული მსახიობი ვაჟი – როჯერი,რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.ფაქტიურად რომანის მტავარი გმირის ცხოვრება იდილიურად მიმდინარეობდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი მეუღლე მაიკლი,თავისთავში ჩაკეტილი და თავშეკავებული პიროვნება გახლდათ,რაც ჯულიას არ მოსწონდა და ქმრის მიმართ სიყვარულმა ქრობაც იწყო.მთელ თავის გრძნობებს კი შენიღბულად იგი თეატრის სცენაზე გამოხატავდა.ამავე პერიოდში გაიცნო ახალგაზრდა ბუღალტერი ტომას ფენელი,რომელიც მასზე 25 წლით უმცროსი იყო და იგი მას თავდავიწყებით შეუყვარდა.ქალმა იგი საკუთარ ოჯახთან დააახლოვა და მალევე მათი ურთიერთობა ყველასათვის ცნობილი ხდება.ამ ფაქტმაკი ჯულიას რეპუტაცია ძალიან შელახა.მის სიახლოვეს არ არსებობდა ისეთი ადამიანი,რომ იგი არ გაექილიკებინა და ამან მას სიმართლისათვის თვალებში ჩახედვაც აიძულა.გარდა ამისა ძლიერ დაეძაბა ოჯახში ურთიერთობები ქმართან და შვილთან.მოგვიანებით მან იგრძნი ისიც,რომ ტომას არ უყვარდა და მისთვის ის წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარ “ტრამპლინს” ინგლისი ბოჰემურ სამყაროსა და არისტოკრატიაში თავის დამკვიდრებისა.თუმცა უკვე გვიან იყო,რადგან იგი საკმაოდ გაბრიყვებული აღმოჩნდა საკუთარი ვნებებისაგან,რომელიც ვერ მოთოკა.მალევე გაიგებს,რომ ტომას მის გარდა კიდევ მრავალ ქალთან აქვს ურთიერთობა იმახალგაზრდა მსახიობ ქალთან,რომელიც ტომასის თხოვნის შედეგად თავად მიიღო თეატრის “სიდონსის” დასში.ბოლო დარტყმა ჯულიამ მას შემდეგ მიიღო,რაც გაიგო რომ ტომასი სწორედ ამ ახალგაზრდა მსახიობ ქალზე აპირებდა დაქორწინებას.საბოლოოდ მან მიიღო გადაწყვეტილება ტომასი ჩამოეცილებინა. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე კი მრავალი სასიყვარულო ინტრიგა იქნა განხორციელებული მის მიერ.მათ შორის რომანის დასარული კი ჯულიამ “ტრიუმფით”,სრული ვირტუოზულობით განახორციელა სცენაზე,სადაც ევის კრაიტონთან ითამაშა ერთ-ერთი დრამატული როლი.ფაქტიურად ამ სასცენო სახის გენიალური გამოყენებით,მან შესძლო ტომასზე და მის საცოლეზე “გამარჯვება” (ყოველ შემთხვევაში ამას ასე თვითონ მიიჩნევდა).რომანის დასასრულს ჯულია წარმოთქვამს საკმაოდ ამაღელვებელ სიტყვებს: “ამბობენ: თამაში – თვალთმაქცობააო. და ეს  თვათმაქცობა გახლავთ ერთადერთი და ნამდვილი რეალობა ამ ცხოვრებაში”.