“ემოტივიზმი”
“ემოტივიზმი” - ინგლისურ ენაზე “Emotivism”,ითარგმნება როგორც ემოციის გამომწვევი და იგი გახლავთ მეტაეთიკური თეორია (ნეოპოზიტივისტური ეთიკის ერთ-ერთი მიმდინარეობა),რომლის თანახმადაც ეთიკური გამონათქვამი წარმოადგენს არა როგორც ლოგიკურ მსჯელობას,არამედ განსაკუთრებულ გამოხატულებას მოლაპარაკის ემოციისა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად მორალური გამონათქვამები ვერ აღწერენ რაიმე ფაქტებს და არ იძლევიან არანაირ ინფორმაციებს სამყაროს შესახებ,ამის გამო კი შეუძლებელია შემოწმებულ იქნეს მისი ჭეშმარიტება.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე “ემოტივიზმი” არ წარმოადგენს რისამე ჭეშმარიტების,ან სიცრუის დამადასტურებელ მოვლენას.აღნიშნული დოქტრინა ემოტივიზმისა,ჩამოყალიბებულ იქნა მე-XX საუკუნეში,ანალიტიკური ფილოსოფიისა და ლოგიკური პოზიტივიზმის განვითარებისას. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებული წვლილი “ემოტივიზმის” განვითარებაში შეტანილ იქნა,დიდი ინგლისელი ფილოსოფოს-ნეოპოზივიტისტის და ანალიტიკური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმოამდგენლის – სერ ალფრედ ჯულს აიერისა და ჩარლზ სტივენსონის მიერ.