კაუპოლიკანი
კაუპოლიკანი - დაბადების თარიღი უცნობია,თუმცა ცნობილია მისი დაბადების ადგილი – პილმაკუენი (თანამედროვე ჩილეს ტერიტორია).იგი წარმოადგენდა სამხედრო ხელმძღვანელს და მებრძოლს ინდიელი ხალხის მაჩუპესი,ესპანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.მაჩუპეს ხალხი ცხოვრობდა თანამედროვე ჩილეს ტერიტორიაზე. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ კაუპოლიკანის სახელთან არის დაკავშირებული,პირველი აჯანყება მაჩუპეს ხალხისა ესპანელი კონკისკადორების წინააღმდეგ 1553-1558 წლებში.ცნობილი ესპანელი კონკისკადორის პედრო დე ვალვიდიას (1500-1554 წლები),მიერ არაუკანის დიდი ნაწილის დაპყრობისა და წარმატებული კამპანიის დროს,რა პერიოდშიც მაჩუპეს ხალხის სამხედრო ხელმძღვანელმა – ლინკოუანამ ვერ გამოიჩინა საკმარისი ძალა მათ შესაჩერებლად,ისინი იძულებული გახდნენ აერჩიათ ახალი სამხედრო ხელმძღვანელი,რათა წინ აღდგომოდნენ ესპანელ დამპყრობლებს.ამ მიზნით,როგორც წესი მაჩუპეს ხალხში იმართებოდა სპეციალური შეჯიბრება კონკურენტებს შორის,რომელთა შორისაც გამარჯვებული მაჩუპეს ხალხის სამხედრო ბელადი ხდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) პოსტის დასაკავებლად შეჯიბრში ჩაერთო კაუპოლიკანი,რომელიც განსაკუთრებული ძალ-ღონით გამორჩეული ახალგაზრდა გახლდათ.ძველ ინდიელთა წყაროების მიხედვით კაუპოლიკანმა მოახდინა თავისი უდიდესი ფიზიკური ძალის დემონსტრირება,რა დროსაც სამი დღე-ღამის მანძილზე ბეჭზე ჰქონდა შემოდებული მასიური ხის მძიმე მორი (მეორე ვერსიის თანახმად ორი დღე-ღამის მანძილზე).გარდა ფიზიკური ძალისა,აღნიშნულ შეჯიბრში კონკურენტებს უნდა დაემტკიცებინათ მაღალი გონებრივი შესაძლებლობებიც.კერძოდ ეს გამოიხატებოდა ორატორულ ხელოვნებაში.მათ უნდა წარმოეთქვათ ისეთი პოეტური სიტყვა,რომელიც მაჩუპეს ხალხში ერთსულოვნებას და სიმამაცეს აღძრავდა.კაუპოლიკანმა აღნიშნულ ასპარეზობაშიც დიდ წარმატებას მიაღწია და ფაქტიურად მან კინკურენტები უშანსოდ დატოვა.იგი მაჩუპეს ხალხის ღირსეული სამხედრო ხელმძღვანელი გახდა.ამ პერიოდში მაჩუპეს ხალხის უმაღლეს ბელადს წარმოადგენდა ახალგაზრდა – ლაუტარო,რომელთან ერთადაც კაუპოლიკანი ესპანელ კონკისკადორებთან აწარმოებდა ბრძოლებს.თუმცა ლაუტაროს გარდაცვალების (1557 წელი) შემდგომ,მან რამდენიმე მარცხი განიცადა ურტადო დე მენდოსას ჯარებთან.ერთ-ერთ გადამწყვეტ ბრძოლაში კი 6 000-ზე მეტი მებრძოლიც დაკარგა,რამაც მაჩუპოს ხალხის შეიარაღებულ ძალებს დიდი დარტყმა მიაყენა.მარცხის შემდგომ კაუპოლიკანი იძულებული გახდა კანეტეს მთებს შეფარებოდა,სადაც მალევე ესპანელი კაპიტანის – ალონსო დე რეინოზოს მიერ აყვანილ იქნა ტყვედ.1558 წელს,ალონსო დე რეინოზოს ბრძანების საფუძველზე კაუპოლიკანი საკუტარი მეუღლის თვალწინ წამებით იქნა მოკლული.მისი გარდაცვალების შემდეგ კი მაჩუპოს ხალხის ბრძოლას ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ – კაუპოლიკანი (უმცროსი) ჩაუდგა სათავეში. (ავტორი გენია.ჯი) საუკუნეების გასვლის შემდეგ კაუპოლიკანს,როგორც სიმბოლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში,ძეგლი აუგეს დამოუკიდებელ ჩილეში.