“მტკნარი წყლის შესახებ”
კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარება,გასაოცარი ტემპებით მიმდინარეობს და მან მეორე პლანზე გადაწია გლობალური საფუძვლები ცხოვრებისა დედამიწაზე.უმთავრესი წყარო სიცოცხლისა დედამიწაზე,რაღა თქმა უნდა ჟანგბადთან ერთად წყალია (წყალბადის ოქსიდი,უსუნო,უგემო და უფერული სითხე).ადამიანის ორგანიზმი მისი ფიზიკური მოცულობიდან და ასაკიდან გამომდინარე 55 %-დან 78 %-მდე წყალს შეიცავს. (ავტორი გენია.ჯი) საკმარისია ადამიანმა 10 % წყალი დაკარგოს,რომ იგი შესაძლოა გარდაიცვალოს.ყოველ ადამიანს საშუალოდ დღეში,ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის 3 ლიტრი წყალი ესაჭიროება,რაღა თქმა უნდა აქ გასათვალისწინებელია ტემპერატურა და ადამიანის ფიზიკური აქტივობა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დღესდღეობით – წყალი,სამყაროს ყველაზე ფასეულ რესურს წარმოადგენს და კიდევ უფრო მეტად მოიმტებს მომავალში მისი ფასი,როგორც სიცოცხლისათვის აუცილებელი რესურსის წყარო.თანამედროვე სამყაროში,უკვე მილიარდამდე ადამიანისათვის მტკნარი წყალი დიდ პრობლემას წარმოადგენს და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ 2025 წლისათვის მტკნარი წყლის პრობლემა დედამიწაზე სამჯერ მეტ ადამიანს შეექმნება.საშუალო სტატისტიკის თანახმად,მტკნარი წყლის ნაკლებობის გამო წელიწადში მილიონამდე ადამიანი იღუპება,მათ შორის საუბედუროდ ბავშვებიც.ასევე სტატისტიკის თანახმად,ჩვენს პლანეტაზე ყოველ 8 წამში იმ ავადმყოფობიდან,რომელიც გამოწვეულია მტკნარი წყლის ნაკლებობით – ერთი ადამიანი იღუპება. (ავტორი გენია.ჯი) 22 მარტი – საერთაშორისო გაერთიანებული ორგანიზაციის “გაეროს” მიერ გამოცხადებულია “წყლის რესურსების დაცვის დღედ”.როგორც ვარაუდობენ XXI საუკუნის შუა პერიოდში,მტკნარი წყლის პრობლემა,ჩვენი სამყაროს ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ პრობლემად იქცევა.უკანასკნელი ორმოცი წლის მანძილზე მტკნარი წყლის მოხმარებამ ერთ სულ მოსახლეზე 60 %-ით იმატა და ვარაუდობენ,რომ ეს მაჩვენებელი ჩვენი საუკუნის შუა ნახევრისათვის გაორმაგდება.შესაბამისად მტკნარ წყალზე ფასები ძალიან მოიმატებს.უკვე დღევანდელობაში,მთელი რიგი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისა,გამოწვეულია სწორედ მტკნარი წყლის ნაკლებობით.როგორც ვარაუდობენ ის ქვეყნები,რომლებიც დღეს მტკნარი წყლის პრობლემებ განიცდიან,უახლოეს 30 წელიწადში მათი მიწათმოქმედება,რომლის უმთავრეს წყაროსაც წყალი წარმოადგენს,სრულიად არაპროდუქტიული იქნება.შესაბამისად აღნიშნული ფაქტი გამოიწვევს ისეთ კატასტროფას,რასაც შიმშილი ქვია.შიმშილი კი თავის მხრივ იწყებს მრავალი დაავადების გავრცელებას და საბოლოოდ კატასტროფას.იმ ქვეყნებში,რომლებშიც არ არის დამდგარი მტკნარი წყლის პრობლემა,საკმაოდ დიდ დაბრკოლებებს აწყდებიან იმით,რომ მას არ უფრთხილდებიან და ბევრი სათავე მტკნარი წყლის წარმოშვებისა (მდინარეები,ტბები),კატასტროფულად გახლავან დაბინძურებული.მაგალითისათვის შესაძლოა მოვიყვანოთისეთი დიადი ქვეყანა,როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.ამ ქვეყანაში მტკნარი ტბების 37 %,არა მარტო დასალევად,არამედ საცურაოდაც კი საფრთხის შემცველია. (ავტორი გენია.ჯი) საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული პრობლემა არ არსებობს,თუმცა უნდა გავითვალისწინოთ თუ რაოდენ ძვირფასი რესურსის მფლობელები ვართ და მას განსაკუთრებით უნდა მოვუფრთხილდეთ.ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე ალბათ მართლაც ღირს ჩაფიქრება,წყალი ხომ ადამიანისათვის უმთავრესს საარსებო წყაროს წარმოადგენს.