ალკამენე

ალკამენე - წარმოადგენდა ერთ-ერთ საუკეთესო მოქანდაკესა და სკულპტორს უძველესი საბერძნეთისა,იგი მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის მეორე ნახევარში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მას ახალგაზრდობაში არანაირი სამხატვრო განათლება არ მიუღია და უკვე ასაკში მყოფი,ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ლემნოსიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გადავიდა საცხოვრებლად.მიუხედავად დიდი ასაკისა,სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი პროფესიული სამხატვრო განათლების მიღება და იგი ხდება ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მოქანდაკისა და არქიტექტორის ფიდიასის (ძვ.წ.აღ-ით 490-430 წლები) მოსწავლე. (ავტორი გენია.ჯი) მან საკმაოდ დიდი ნიჭი და ტალანტი გამოავლინა,რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა და იგი ხდება ავტორი ოლიმპიაში ზევსის ტაძრის უკანა ფრონტონის ჯგუფის აგებისა.თუმცა გამოითქმის ეჭვები სპეციალისტთა ერთი ნაწილის მიერ,რომ აღნიშნული ტაძრის აგება ფიდიასის მოსწავლეების მიერ არ მომხდარა და იგი ადგილობრივმა ოსტატებმა ააგეს.ალკამენე,ისევე როგორც მისი დიდებული მასწავლებელი ფიდიასი,სამუშაოდ იყენებდა როგორც მარმარილოს,ასევე სპილოს ძვალს,ოქროსა და ბრინჯაოს.მას განსაკუთრებით კარგად და გენიალურად ადამიანის სხეულის გამოსახვა შეეძლო,რაც ფიდიასის დიდი დამსახურება გახლდათ.რადგან იგი ადამიანის სხეულს ბრწყინვალედ აქანდაკებდა,მის სახელთან არის დაკავშირებული,მრავალი ძველბერძნული ღმერთის ქანდაკების შექმნა.მის მიერ შექმნილი ძველბერძნული ღმერტების ქანდაკებები გახლდათ,ისეთი დიდი ნამუშევრები როგორებიც არიან: არესი,ათენა,ჰერკულესი,ჰერა,ასკლეპიოსი,ჰეკატე და სხვა.სპეციალისტების აზრით,აღნიშნული ნამუშევრები,მართლაც ბრწყინვალე შედევრები და გენიალური ქმნილებებია,შექმნილი ალკამენეს მიერ.ფაქტიურად ალკამენე არ ეძიებდა ორიგინალურ იდეებს ხელოვნებისა და იგი სრულად ასახავდა იმას,რაც ფიდიასისაგან შეისწავლა.და არა მარტო შეისწავლა არამედ ძალიან დახვეწა კიდეც ფიდიასის მიერ შესწავლილი ხელოვნება. (ავტორი გენია.ჯი) ალკამენე დრემდე მიიჩნევა უძველესი საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო მოქანდაკედ და მის მიერ შექმნილი მრავალი ქანდაკებიდან ჩვენამდე ძალიან მცირე რაოდენობამ მოაღწია,თუმცა მათი ერთი ნახვითაც კი სრული წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი დიდებულ ძველბერძენ მოქანდაკესა და სკულპტორზე – ალკამენეზე.

ალკამენეს ნამუშევრები