იან ვერმეერი – “გოგონა მარგალიტის საყურით”
“გოგონა მარგალიტის საყურით” - ინგლისურ ენაზე “Girl with Pearl Earring”,წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრისა და ჟანრული პორტრეტის ოსტატის - იან ვერმეერის (1632-1675 წლები),მიერ ზეთის საღებავით შესრულებულ შედევრს,რომელიც მხატვარმა დაახლოებით1665 წელს დახატა.აღნიშნულ ტილოს ხშირად მოიხსენიებენ,როგორ “ნიდერლანდელი მონა ლიზა”.ტილოს სიმაღლე 44,5 სანტიმეტრს შეადგენს,ხოლო სიგანე 39 სანტიმეტრს.სურათს გააჩნია წარწერა “IVMeer”,თუმცა დათარიღებული არ არის. (ავტორი გენია.ჯი) ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მდებარე “მაურიცჰიოისის” სამხატვრო მუზეუმის მონაცემების თანახმად,სურათი მხატვრის მიერ დახატული უნდა იყოს 1665 წელს.აღსანიშნავია,რომ ტილოს შექმნის ისტორიის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციები მოგვეპოვება.უცნობია ისიც,მხატვარმა იგი შეკვეთით დახატა თუ არა და თუ კი შეკვეთით არის დახატული,ვინ იყო მისი შემკვეთი.ერთი ვერსიის თანახმად ტილოზე გამოსახული გოგონა,თავად მხატვრის ქალიშვილი – მარიაა.ყველა შემთხვევაში ცხადია,რომ ტილო წარმოადგენს გენიალურ ნამუშევარს ნიდერლანდელი მხატვრისა.ვერმეერმა პორტრეტი ისეთი მოძრაობით შექმნა,თითქოს სურათზე გამოსახული გოგონა თავს აბრუნებდეს იმ დამთვარიელებლისაკენ,რომელიც ეს ესაა შეამჩნია. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა ტილოზე დიდ ყურადღებას იქცევს მისი მარგალიტის საკმაოდ დიდი ზომის საყურეც.იან ვერმეერის თანამედროვე ეპოქაში ასეთ ჟანრს სურათისა,ნიდერლანდებში მე-XVII საუკუნეში “tronie”-ს უწოდებდნენ.1994 წელს ტილოს ჩაუტარდა რესტავრაცია და იგი მთელი თავისი ბრწყინვალე ფერთა გამით წარდგა სახვითი ხელოვნების მოყვარულთა წინაშე.ვიქტორ დე სტიურის რჩევის თანახმად,რომელიც გამორჩეული გახლდათ იმით,რომ ყველანაირად ცდილობდა და ბრძოლობდა იან ვერმეერის უნიკალური სურატები ნიდერლანდებიდან არ გასულიყო ა.ა. დეს ტომბებ სურათი შეისყიდა ჰააგის აუქციონზე 1881 წელს,სულ რაღაც 2 გულდენად და 13 ცენტად. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ამ დროისათვის ტილო ძალიან ცუდ (დაზიანებულ) მდგომარეობაში იყო.როგორც ცნობილია სურათის შემძენ დე ტომბეს შთამომავლობა არ გააჩნდა და 1902 წელს იან ვერმეერის ტილო “გოგონა მარგალიტის საყურით”,სხვა ტილოებთან ერთად მაურიცჰიოს სამხატვრო მუზეუმს გადასცა საჩუქრად და იგი დღემდე იქ არის დაცული.