მერი ბეიკერ ედის “სლოგანი”…
მერი ბეიკერ ედი (1821-1910 წლები),წარმოადგენდა ცნობილ ამერიკელ მწერალ ქალსა და საზოგადოებრივ-რელიგიურ მოღვაწეს,რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ერთ-ერთი რელიგიური სექტის – “ქრისტიანული მეცნიერების” დაფუძნება.იგი ავტორი გახლავთ ისეთი გახმაურებული წიგნისა,როგორიცაა – “მეცნიერება და ჯანმრთელობა,წმინდა წერილის გასაღებით”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მერი ბეიკერ ედი და მის მიერ დაარსებული სექტა “ქრისტიანული მეცნიერება”,მრავალ სხვა საზოგადო მოღვაწესთან ერთად,გააკრიტიკა ისეთმა დიდმა ამერიკელმა მწერალმა,როგორიც გახლდათ – მარკ ტვენი. (ავტორი გენია.ჯი) მერი ბეიკერ ედის მიერ “ქრისტიანული მეცნიერების” სექტა დაარსებულ იქნა 1879 წლის 23 აპრილს და იგი დღემდე ფუნქციონირებს.განსაკუთრებულ მოწონებას აღნიშნული სექტის სწავლებები,ამერიკაში იწვევს მძიმე სენით ან განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებში.თავად მერი ბეიკერ ედის ცნობილ და ერთ-ერთ უმთავრეს სლოგანს კი წარმოადგენდა შემდეგი მოწოდება:
“ავადმყოფები განკურნეთ,მიცვალებულები აღადგინეთ,კეთროვნები განწმინდეთ და დემონები განდევნეთ”.
აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მსოფლიოში დღემდე არსებული ოფიციალური ქრისტიანული კონფესიები,მერი ბეიკერ ედის მიერ დაარსებულ “ქრისტიანულ მეცნიერებას” – “ფსევდოქრისტიანულ სექტად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი)