“ჰერონტოკრატია”
“ჰერონტოკრატია” - ინგლისურ ენაზე “Gerontocracy”,წარმოადგენს პრინციპს მმართველობის ფორმისა,სადაც ძალაუფლება მინიჭებული აქვს ამა თუ იმ ხალხის უხუცეს ადამიანებს.აღნიშნული ტერმინი პირველად გამოყენებულ იქნა XX საუკუნეში,ცნობილი ინგლისელი ეთნოგრაფისა და მკვლევარის – უ. რივერსის (1864-1922 წლები),მიერ. (ავტორი გენია.ჯი) მისი თეორიის მიხედვით “ჰერონტოკრატია” გავრცელებული გახლდათ,ავსტრალიელი აბორიგენების,ოკეანიის რამდენიმე ქვეყანასა და კავკასიის რეგიონებში.თანამედროვე გაგებით,იგი ასახავს განსაკუთრებულ მდგომარეობას უხუცესებისა,პირველყოფილ საზოგადოებაში და წარმოადგენდა ერთ-ერთ ელემენტს უმაღლესი ძალაუფლებისა სხვადასხვა მოდგმის ხალხებში,ადრინდელ ეპოქებში.დღევანდელობაში ტერმინი “ჰერონტოკრატია”,ფართოდ გამოიყენება პუბლიცისტიკაში და გამოსახავს ისეთ მმართველობის სტილს,სადაც გამეფებულია უძრაობის ხანა,კონსერვატიზმი და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტერმინი სრულად შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირის მმართველობის გვიანდელ ეპოქას,სადაც უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურები დაკომპლექტებული გახლდათ 70 წლის და ზემო ასაკის მქონე ადამიანებით.