მანანა ჩიტიშვილი – “ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ”

ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,

ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა…

ორგულთა სიმრავლე არ მატირებს, -

ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.

***

დაე,იქუხოს და გაავდრდეს,

ცხმორთან,ანანურთან,შენაქოსთან,

დიდი სიძულვილი არ მადარდებს, -

მცირე სიყვარულმა შემაშფოთა.

***

სულო,სულ სიზმრებში მიხიზნულო,

ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა…

იმას რა მოვკითხო,ვინც გყიდულობს,

ჯავრი იმისი მჭირს,ვინც გაგყიდა.

***

ლურჯი ბილილები დამკარგვია,

დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი…

მახვილის სიმრავლე რას გარგია,

მკლავი,მომქნეველი,აღარ არი.

***

ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,

ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა…

ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,

ერთგულთა სიმცირემ შემაშინა…