“მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტი”
“მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტი” - ინგლისურ ენაზე“The Philipp University of Marburg”,წარმოადგენს პირველ პროტესტანულ უნივერსიტეტს გერმანიაში,რომელიც დაარსებულ იქნა 1527 წელს,უშუალოდ ჰესენის ლანდსგრაფის – ფილიპე დიდსულოვანის (1504-1567 წლები) მიერ გერმანიის ქალაქ მარბურგში,რომელიც შემდგომ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საუნივერსიტეტო ქალაქად იქნა ჩამოყალიბებული.მარბურგის უნივერსიტეტი – ჰაიდელბერგის,ფრაიბურგის,გიოტინგენის და ტიუბინგენის უნივერსიტეტებთან ერთად,მიეკუთვნება გერმანიის ისტორიულ უნივერსიტეტთა რიგს,რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა,როგორც საერთოევროპული ცენტრები განათლებისა და მეცნიერებისა. (ავტორი გენია.ჯი) “მარბურგის უნივერსიტეტი” ჩამოყალიბდა,როგორც უმთავრესი საგანმანათლებლო ცენტრი პროტესტანტებისა და იგი ცნობილია თავისი უძველესი ტრადიციებით და უარის თქმით ობსკურანტიზმზე (მეცნიერებისა და სწავლა-განათლებისადმი,კულტურული პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულება).1527 წელს,ჰესენის ლანდ-გრაფმა ფილიპე დიდსულოვანმა,რომელიც რწმენით პროტესტანტი გახლდათ,ქალაქ მარბურგში ჩამოაყალიბა უნივერსიტეტი,რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.პირველი აუდიტორიები უნივერსიტეტისა,გახსნილ იქნა კათოლიკური მონასტრის შენობა-ნაგებობებში.1541 წელს,ჰესენის ლანდ-გრაფმა მიაღწია,რომ ამ უდიდეს ცოდნის კერას საიმპერატორო სტატუსი და საიმპერატორო პრივილეგიები მიეღო.1865 წელს პროვინცია ჰესენი პრუსიის შემადგენლობაში შევიდა და უნივერსიტეტი პრუსიის კანცლერის ოტო ფონ ბისმარკის ხელშეწყობით ვითარდებოდა,როგორც გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება.ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნული უნივერსიტეტი დაექვემდებარა უნიფიკაციასა და გარდაქმნებს,რის შედეგადაც ნაცისტების მიმართ არალოიალური პროფესორ-მასწავლებლები,სტუდენტებთან ერთად დათხოვნილ იქნენ უნივერსიტეტიდან. (ავტორი გენია.ჯი) 1950-1960 წლები მარბურგის უნივერსიტეტის ხელახლა აღორძინების პერიოდად იქცა.მისი პრესტიჟულობა კი ევროპის მასშტაბით ძალიან მაღალი იყო.შესაბამისად მასში მისაღები სტუდენტების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და შეიძლება ითქვას ერთგვარი “ბუმიც” კი დადგა.აშენებულ იქნა უნივერსიტეტისათვის უამრავი ახალი კორპუსი.ქალაქ მარბურგის ირგვლივ ქედებზე ჩამოყალიბდა მეორე საუნივერსიტეტო ცენტრი,სახელწოდებით “Lahnberge”.აღნიშნულმა გარემოებებმა კი მარბურგი ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ საუვენესიტერტო ცენტრად აქცია.დღესდღეობით ამ უდიდეს ცოდნის ტაძარში 16 ფაკულტეტია,რომლებშიც 20 982 სტუდენტი სწავლობს.მასში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები კი ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური კადრებისაგან შედგება. (ავტორი ფგენია.ჯი) სტუდენტები მასში არა მარტო გერმანიიდან,არამედ ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გახლავან.უნივერსიტეტს გააჩნია ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურა და ტექნიკა სწავლებისათვის და გარდა ამისა გააჩნია დიდებული ბიბლიოთეკა.”მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულები არიან ისეთი დიდი პიროვნებები,როგორებიც არიან: კარლ ფერდინანდ ბრაუნი (ნობელიანტი ფიზიკოსი),გეორგ ვიტინგი (ნობელიანტი ქიმიკოსი),ბორის პასტერნაკი,ჰანს ფიშერი (ნობელიანტი ბიოქიმიკოსი) და სხვა გენიოსები.