ჯანსუღ ჩარკვიანი – “ქართლოსი”

ვარსკვლავივით მოციმციმდა,

გულში ჩამრჩა დაღივით.

ან სიცოცხლე ვისთვის მინდა,

ვისთვის -

სისხლი დაღვრილი.

დაკარგულო ზამბახებო,

გული მწყდება ბალღივით.

მთელი რემა გამქცევია,

ხელში შემრჩა აღვირი.

ვლაპარაკობ სიყვარულზე,

მაგრამ ტყვიადახლილი.

დამღუპველი ღალატია,

არა მხოლოდ მახვილი.

მტერი უნდა გადავდენო

ისე,როგორც ნახირი,

მუხლზე მიზის საქართველო,

საქართველო დაღლილი.