იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი ქალაქის ქორწინების სახლში გამოკრულია შემდეგი სახის ფირნიშები: “ქორწინებით რომ ბედნიერები იყოთ,აუცილებელია შეგიყვარდეთ რამდენჯერმე – ოღონდ,ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანი!”

2. დედამიწაზე ყველაზე დიდი ქვაა მონოლითი – “აირეს როკი”.იგი ავსტრალიაში აბსოლუტურად ღია ადგილზე დევს და რამდენიმე კილომეტრის მანძილიდანაც კი მოჩანს.მისი სიმაღლეა 350 მეტრი,სიგრძე 4000 მეტრი,ხოლო პერიმეტრი დაახლოებით 10 000 მეტრს მოიცავს.აღსანიშნავია ისიც,რომ “აირეს როკი” დღის მანძილზე ფერს რამდენჯერმე იცვლის: გამთენიისას მოწითალო-ნარინჯისფერია,ხოლო საღამო ხანს კი მოწითალო-იისფერი. (ავტორი გენია.ჯი)

3. გენიალური გამომგონებლისა და მწარმოებლის – ჰენრი ფორდის შესახებ,მისი ბისნესმენეჯერი ხშირად ამბობდა: “გენიოსს ვერ გაუგებ,ფორდი კი გენიოსია”.

4. 1846 წლის 3 ივნისს,ამერიკამ მექსიკას ქალაქი იერბა-ბუენა ძალის გამოყენებით წაართვა.აღნიშნულ ქალაქს კი დღესდღეობით მსოფლიო სან-ფრანცისკოს სახელით მოიხსენიებს.

5. პირველი წყალქვეშა ნავი,რომლის ბორტზეც “ბალისტიკური რაკეტები” იყო განთავსებული,წყალში ჩაშვებულ იქნა 1959 წლის 9 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.აღნიშნული წყალქვეშა ნავის სახელწოდება კი გახლდათ – “ჯორჯ ვაშინგტონი”.

6. მაკედონიის საყოველთაოდ ცნობილ მეფეს ფილიპე II-ს (ალექსანდრე დიდის მამა),ჰყავდა ერთი,უსაყვარლესი ძაღლი (სახელი უცნობია),რომელიც მას ყველა ბრძოლაში თან ახლდა.როდესაც ფილიპე დაიღუპა,ძაღლი მას გვერდით მიუწვა და საცოდავად ყმუოდა,ხოლო დაღუპული მეფის ცხედრის კრემაციის დროს კი,ყველასდა გასაოცრად იგი ცეცხლში შევარდა და პატრონთან ერთად დაიწვა.

7. ზოგიერთი წყაროს ცნობით,როდესაც რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II თავის ოჯახთან ერთად დახვრიტეს,გარდაცვლილთა გვამებზე მედალიონები უნახავთ,რომლებზეც გრიშა რასპუტინი იყო გამოსახული.

8. დიდი მექსიკელი ფერმწერის – ფრიდა კალოს,გარდაცვალების შემდგომ (1954 წლის 13 ივლისი),მისი ცხედრის კრემაცია განხორციელდა.როგორც ცნობილია,კრემაციის შემდგომ ფრიდა კალოს მეუღლემ – დიეგო რივერამ,კრემაციის შემდეგ მუჭით აიღო მისი ფერფლი და შეჭამა,რადგან ამ მეთოდით მან მიიჩნია,რომ ახლა უკვე ფრიდა ნამდვილად მას ეკუთვნოდა. (ავტორი გენია.ჯი)

9. გენიალური ინგლისელი მწერალი და ესეისტი – ჯორჯ ორუელი წერდა: “ყველა ცხოველი თანასწორია,მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია!”

10. რაფიელ ერისთავის დიდებულ სიტვებს: “როგორც უფალი,სამშობლო ერთია ქვეყანაზედა”,ქართულმა გაზეთმა “დროებამ” – “მეთერთმეტე მცნება” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)