„The Ecocomist”-ის პროგნოზი
გავლენიანმა ინგლისურენოვანმა,1843 წელს დაარსებულმა ყოველკვირეულმა ბრიტანულმა ჟურნალმა “The Economist”-მა ჩაატარა საკმაოდ საინტერესო კვლევები 2050 წლისათვის მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის გამორკვევისათვის.კვლევებში გათვალისწინებულ იქნა ამა თუ იმ ქვეყნის შობადობის, სიკვდილიანობის,ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვა რიგი საკითხების შედეგები. ამ კვლევების საბოლოო პროგნოზი კი ფართო საზოგადოებისათვის 2010 წელს გაასაჯაროვა. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ შემოთავაზებული პროგნოზების მიხედვით, როგორც ირკვევა, 2050 წლისათვის ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით საბოლოოდ გადაასწრებს დღემდე მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით ცნობილ – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. ამის მიზეზად კი გამოცემა მრავალ ფაქტორს ასახელებს. მათ შორის უმთავრესად ჩინეთში წყვილებისათვის აკრძალვას ორი და მეტი ბავშვის გაჩენაზე. აქვე გთავაზობთ გამოცემის იმ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გავიგოთ იმ 20 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება 2050 წლისათვის დედამიწაზე. „The Economist”-ის პროგნოზის შედეგები ასე გამოიყურება: