აბრაამ ბენ შმუელ ზაკუტო
აბრაამ ბენ შმუელ ზაკუტო - დაიბადა 1452 წლის 12 აგვისტოს ესპანეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ სალამანკაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ დიდ ებრაული წარმომავლობის მქონე ესპანელ ასტრონომს და პირველ მეცნიერს,რომელმაც შეიმუშავა კონსტრუქცია ლოთონის ასტროლაბისა (უძველესი გეოდეზიური და ასტრონომიული ხელსაწყო),რომელიც საშუალებას იძლეოდა უფრო ზუსტი გამოთვლები გაეკეთებინა,ვიდრე ხისაგან დამზადებულ ასტროლაბებს.მანვე შეადგინა პირველი,შედარებით ზუსტი ასტრონომიული ცხრილები.აღნიშნული ცხრილები კი წარმოადგენდა სხვა წიგნებთან ერთად,დიდი ესპანელი მეზღვაურისა და ამერიკის კონტინენტის აღმომჩენის – ქრისტეფორე კოლუმბის სამაგიდო წიგნს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მისი ცხრილები გამოყენებულ იქნა გამოჩენილი პორტუგალიელი მეზღვაურის ვასკო დე გამას მიერ,ინდოეთისაკენ ისტორიული ცურვისას.აბრაამმა ასტრონომიის შესწავლა ევროპის ერთ-ერთ უძველეს სალამანკას უნივერსიტეტში დაიწყო და მოგვიანებით თავად ეწეოდა ამ უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობას.1478 წელს გამოაქვეყნა მისი უმთავრესი ასრონომიული ნაშრომი “დიდი თხზულება”,რომლითაც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ დიდად ისარგებლეს ვასკო დე გამამ და ქრისტეფორე კოლუმბმა,თავიანთი მოგზაურობების დროს.ესპანეთში დაწყებულმა დევნამ ებრაელებისა,1492 წელს იგი იძულებული გახადა პორტუგალიაში გადასულიყო,პორტუგალიის მეფის ჟუან II-ემ ის სამეფო სასახლის კარის მთავარ ასტრონომად და ასტროლოგად დანიშნა.პორტუგალიის ახალმა მეფემ მანუელ I-ის მმართველობა საკმაოდ დიდი პრობლემების მქონე შეიქნა ებრაელთათვის და იგი კვლავ იძულებული გახდა დევნილი გამხდარიყო.ამ პერიოდში 1497 წელს აბრაამი ტუნისში გადადის და ამავე ქვეყანაში ასრულებს მის ისტორიოგრაფიულ ნაშრომს,სახელწოდებით “გენეალოგიის წიგნი”.მოგვიანებით აბრაამი თურქეთში გადადის.როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ხდება ცნობილი აბრაამი იერუსალიმს 1512 წელს ეწვია,ხოლო 1515 წელს კი დამასკოსაც სტუმრობდა. (ავტორი გენია.ჯი) აბრაამ ბენ შმუელ ზაკუტო გარდაიცვალა 1515 წელს თურქეთში,თუმცა არის მოსაზრება,რომ იგი სირიის დედაქალაქ დამასკოში გარდაიცვალა.მისი პორტრეტი კი გამოსახულია,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარე იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კედელზე,ვასკო დე გამასთან ერთად,ხელში თავის მიერ შექმნილი ასტრონომიული ცხრილებით.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,სწორედ აბრაამის მიერ შედგენილმა ასტრონომიულმა ცხრილებმა ითამაშა დიდი გავლენა ვასკო დე გამასა და ქრისტეფორე კოლუმბის აღმოჩენებში. (ავტორი გენია.ჯი)