“მარიანას ღრმულის” დალაშქვრის შესახებ…
მსოფლიო ოკეანეების ჯერ კიდევ გამოუცნობი და შეუსწავლელი სიღრმეების მოყვარულთათვის და საზოგადოდ ყველასათვის ცნობილია,რომ ყველაზე ღრმა ადგილს მსოფლიო ოკეანეებში,წარმოადგენს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე – “მარიანას ღრმული”,რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 1500 კილომეტრზე მარიანას კუნძულების გასწვრივ.თავად მარიანას ღრმულის ყველაზე ღრმა ადგილს კი წარმოადგენს – “ჩელენჯერის უფსკრულის” სახელით ცნობილი ადგილი,რომლის სიღრმე 11 022 მეტრს შეადგენს ზღვის დონის დაბლა. (ავტორი გენია.ჯი) კაცობრიობამ მის შესახებ შეიძლება ითქვას,რომ პრაქტიკულად არაფერი იცის და მისი შესწავლა დღესდღეობით კვლავაც ადრეულ კვლევათა სტადიაშია.ამის მიზეზი გახლავთ ის,რომ მისი წყლის უდიდესი სიღრმე შეიცავს ადამიანისათვის დიდ საფრთხეს,განუზომელად დიდი წყლის წნევის გამო.სულ ისტორიაში ორი შემთხვევაა დაფიქსირებული,ასეთ სიღრმეებზე ადამიანის ჩასვლისა.პირველად იგი დაფიქსირდა – 1960 წელს,როდესაც შვეიცარიელმა ინჟინერმა – ჟაკ პიკარმა და ამერიკელმა სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტნმა – ჯონ იოლშმა ბატისკაფის მეშვეობით,ხუთ საათიანი დაშვების შემდეგ,მიაღწიეს 10 915 მეტრ სიღრმეს (სხვადასხვა მონაცემების თანახმად “მარიანას ღრმულის” მაქსიმალური სიღრმე შეადგენს 10 915-დან 11 022 მეტრამდე სიღრმეს).ზემოთ აღნიშნულ სიღმეზე ადამიანის ჩასვლის პირველი პრეცენდენტი გახლდათ ზემოთ აღნიშნული მოვლენა და ფსკერზე ჟაკ პიკარმა და ჯონ უოლშმა 20 წუთი დაჰყვეს.ამ მოკლე ხანში კი მათ შეძლეს ნაწილობრივ შეესწავლათ,მცირეოდენი ტერიტორია მარიანას ღრმულისა და წარმოდგენა შეექმნათ ადამიანთათვის,მასში ბინადარი წყალქვეშა სამყაროს შესახებ.მას შემდეგ ათწლეულები გავიდა და უკვე 2012 წლის 26 მარტს,დაფიქსირდა მეორე რეკორდული მოვლენა მარიანას ღრმულის “დალაშქვრისა”. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი უდიდესი კანადელი კინორეჟისორი – ჯეიმზ ფრენსის კამერონი (“ტიტანიკის” და “ავატარის” კინორეჟისორი),სრულიად მარტო,ბატისკაფის მეშვეობით დაეშვა მარიანის ღრმულის ფსკერისაკენ და მანძილმა მისი სიღრმის დაშვებისა 11 კილომეტრი შეადგინა.ამავე დროს აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ კამერონმა,წინა და პირველი ექსპედიციისაგან განსხვავებით ფსკერზე 3 საათი დაჰყო.დაშვებას სიღრმისკენ ბატისკაფმა 2 საათი და 36 წუთი მოანდომა,ხოლო წყლის ზედაპირზე ამოსვლას 70 წუთი დასჭირდა.მარიანას ღრმულის ფსკერზე 3 საათის ყოფნის მანძილზე,ჯაიმს კამერონმა გადაიღო უნიკალური კადრები,ადამიანისათვის სრულიად უცხო სამყაროსი.გარდა ამისა მან შეძლო აეღო გეოლოგიური ნიმუშები სამეცნიერო კვლევებისათვის.როგორც შემდგომში ჯეიმზ კამერონი აღნიშნავდა,ეს იყო ფანტასტიური მოვლენა მის ცხოვრებაში და ასეთ სიღრმეზეც კი იგი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ისიც,რომ ბატისკაფს ერთი წუთითაც არ დაუკარგავს კავშირი წყლის ზედაპირზე მყოფ ხომალდებთან და შესანიშნავად ფუნქციონირებდა ყველა ხელსაწყო ბატისკაფისა.მან კადრები 3 D ფორმატით გადაიღო და მალე მისი ფართო საზოგადოებისათვის ჩვენებას გეგმავს.
ჯეიმზ ფრენსის კამერონი – “მარიანას ღრმულის” დალაშქვრისას
ფრანგი ჟაკ პიკარი და ამერიკელი ჯონ უოლში
“მარიანას ღრმულის” წყალქვეშა სამყარო