ლეტიცია ქრისტიან ტაილერი

ლეტიცია ქრისტიან ტაილერი - დაიბადა 1790 წლის 12 ნოემბერს თაიდუოტერში,ვირჯინიის შტატში (ამერიკა).იგი წარმოადგენდა ამერიკის რიგით მეათე პრეზიდენტის – ჯონ ტაილერის (უმცროსი) პირველ ცოლს (ჯონ ტაილერი ორჯერ იყო დაქორწინებული.ორივე ქორწინებიდან კი 15 შვილი ჰყავდა) და პირველ ლედის ამ დიადი ქვეყნისა 1841 წლის 4 აპრილიდან 1842 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.აღსანიშნავია,რომ თავად ჯონ ტაილერი ამერიკის ისტორიაში გახლდათ პირველი პრეზიდენტი,რომელიც საერთო სახალხო არჩევნების შედეგად არ აურჩევიათ,რადგან მან პოსტი მას შემდეგ დაიკავა,რაც მისი წინამორბედი უილიამ ჰენრი ჰარისონი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდში მას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა და კონსტიტუციის თანახმად,სწორედ მას ევალებოდა ჩადგომოდა ქვეყანას სათავეში.ლეტიცია ვირჯინიის შტატში აღიზარდა,თუმცა არანაირი ოფიციალური განათლება მას არ მიუღია.სამაგიეროდ საკმაოდ კარგად აუღო ალღო პლანტაციების მართვას და ბავშვების აღზრდას.პირველად ჯონი ლეტიციამ 1808 წელს გაიცნო და მალევე მათ ერთმანეთი სეუყვარდათ.საბოლოოდ,სიყვარული 1813 წლის 29 მარტს შეუღლებით დააგვირგვინეს სიდარ-გროვში.მათ ერთად თანაცხოვრებაში 7 შვილი შეეძინათ,მათ შორის 4 გოგონა და 3 ვაჟი.საუბედუროდ ოჯახს დიდი ტრაგედიები დაატყდა თავს,მაშინ როდესაც 27 წლამდე ასაკში ორი,ხოლო 33 წლის ასაკში ერთი შვილი გარდაეცვალათ.ერთმა ვაჟმა – ჯონმა კი საკმაოდ კარგი პოლიტიკური კარიერა გაიკეთა ვაშინგტონში.ლეტიციამ მთელი თავისი ცხოვრება შვილების აღზრდას და მათ გზაზე დაყენებას დაუთმო და საკმაოდ კარგი დიასახლისიც იყო.1839 წელს გადაიტანა “ინსულტი”,რის შედეგადაც მას სხეულის კიდურების მოძრაობა შეეზღუდა და ამის გამო ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა.შედეგად ლეტიციამ ვერ შეძლო მეუღლის ინაუგურაციაზე დასწრება და შესაბამისად ვერც პირველი ლედის ფუნქციებით სარგებლობა. (ავტორი გენია.ჯი) ეს მისია კი საკუთარ თავზე ვაჟის მეუღლემ (რძლამა) – პრისცილა ტაილერმა აიღო.1842 წლის 10 ნოემბრის საღამოს,ლეტიცია ქრისტიან ტაილერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა მის მშობლიურ რანჩოზე თაიდუოტერში.მისი სახელის საპატივცემულოდ კი გაერთიანებული სამეფოს მართველობის ქვეშ მყოფ კუნძულ მენზე,გამოიცა საფოსტო მარკა,რომელზეც ლეტიცია ქრისტიან ტაილერის პორტრეტი იქნა აღბეჭდილი.