ალია საბური – “ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი”
ალია საბური დაიბადა 1989 წლის 22 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში.იგი დღემდე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერებათა პროფესორად არის მიჩნეული და ამ მხრივ “გინესის რეკორდების წიგნის” ბინადარიც კი გახლავთ.ალიას შესახებ ინფორმაცია ფართო სახოგადოებისათვის ცნობილი ჯერ კიდევ მისი 2 წლის ასაკში ყოფნისას გახდა.ამ ასაკში ბავშვს ტექსტების უმრავლესობის წაკითხვა თავისუფლად შეეძლო. (ავტორი გენია.ჯი) საშუალო სკოლა ალიას არ დაუსრულებია,რადგან მეოთხე კლასში,კერძოდ 10 წლის ასაკში,იგი გამოყვანილ იქნა სკოლიდან,რა დროსაც ჩააბარა სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტში.გარდა ამისა,ალია ვირტუოზულად უკრავს კლარნეტზე და არა ერთხელ აქვს მონაწილეობა მიღებული მსოფლიოში ცნობილ როკლანდის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სხვადასხვა კონცერტებში.მის სწრაფ გონებრივ განვითარებას ხელი არ შეუშლია შესანიშნავად დაუფლებოდა “ტაეკვანდოს” საბრძოლო ხელოვნებას და ამ სპორტის სახეობაში,მაშინ როდესაც 9 წლის იყო შავი ქამრის მფლობელიც გახდა.14 წლის ალიამ უნივერსიტეტი დაასრულა და ამავე ასაკში,ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბაკალავრი ხდება.17 წლის ასაკში კი მას მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ანიჭებენ.2008 წლის 19 თებერვალს 19 წლის ასაკში ინიშნება საერთაშორისო კვლევების პროფესორად.სწორედ აღნიშნული ფაქტის შემდეგ იქნა იგი შეყვანილი “გინესის რეკორდების წიგნში”,როგორც ყველაზე ახალგაზრდა ასაკის მქონე მეცნიერი. (ავტორი გენია.ჯი) ალიამდე,ყველაზე ახალგაზრდა პროფესორად მიჩნეული გახლდათ,გენიალური ინგლისელი ფიზიკოსის – ისააკ ნიუტონის,ერთ-ერთი მოსწავლე და უდიდესი მათემატიკოსი – კოლინ მაკლორენი (1698-1746 წლები),რომელსაც პროფესორის ტიტული 19 წლის ასაკში მიენიჭა.დღესდღეობით ალია დაკავებულია მედიცინის მეცნიერებაში სხადასხვა სახის კვლევებით და მისი როგორც პროფესორის რეიტინგი,სამეცნიერო წრეებში ძალიან მაღალია.