Dryococelus australis – “გიგანტური ჩხირულა”
Dryococelus australis - იგივე - “გიგანტური ჩხირულა”,წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უიშვიათეს მოჩვენებისებრნთა სახეობის მწერს დედამიწაზე.მისი სხეულის სიგრძე 12 სანტიმეტრია,ხოლო სიგანით 1,5 სანტიმეტრი.ადრეულ პერიოდებში გავრცელებული იყვნენ ლორდ-ჰაუს ვულკანური წარმოშვების კუძულზე (პატარა კუნძული ტასმანიის ზღვაში და შედის ავსტრალიის შემადგენლობაში).კუნძულის აღმოჩენის 1788 წლის შემდგომ – 1919 წლების ჩათვლით,აღნიშნული საკმაოდ დიდი ზომების მქონე არამფრენი მწერი გადაშენებულ სახეობად იყო მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) 1960 წელს,ალპინისტთა ჯგუფმა,ლორდ-ჰაუდან 23 კილომეტრის დაცილებით მყოფ მცირე ზომის კუნძულ ბოლს-პირამიდაზე,აღმოაჩინეს “გიგანტური ჩხირულას” რამდენიმე ეგზემპლარის ფიტულები.თუმცა ცოცხალი ეგზემპლარი მათ არ შეხვედრიათ.შესაბამისად იგი კვლავ იქნა მიჩნეული გადაშენებულ მწერთა ერთ-ერთ სახეობად.2001 წელს ბოლს-პირამიდაზე გაგზავნილ იქნა სამეცნიერო ექსპედიცია,რომელთაც კუნძულზე ყოფნის მესამე დღეს აღმოაჩინეს “გიგანტური ჩხირულას” 20-30 ცოცხალი ეგზემპლარი და ისინი ბუდობდნენ ჩაის ხის ბუჩქებში (ლათინურ ენაზე – მალალეუკა).აღნიშნული აღმოჩენა განხორციელდა ცნობილიენთმოლოგების – ნიკოლას კარლაილისა და დავიდ პრაიდელის მიერ.ამ აღმოჩენამ “გიგანტური ჩხირულას” პოპლარიზაციასა და მის გამრავლებაში დიდი წვლილი დაიდო.2008 წლისათვის მელბურნის ზოოპარკს უკვე 700 ცოცხალი ეგზემპლარი გააჩნდა.მეცნიერები ცდას არ აკლებენ,რომ როგორმე შეინარჩუნონ აღნიშნული მწერების სახეობა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის რომ “გიგანტური ჩხირულა” არ განადგურებულიყო,მეცნიერთა მიერ ლორდ-ჰაუსა და ბოლს-პირამიდის კუნძულებზე განადგურებულ ქინა აღნიშნული მწერების ყველაზე დიდი მტერი ბუნებაში – შავი ვირთხები.მიუხედავად მეცნიერთა უდიდესი მონდომებისა,ჯერ-ჯერობით “გიგანტური ჩხირულა”,მაინც ერთ-ერთ ყველაზე უიშვიათეს მწერთა სახეობას წარმოადგენს და მათი გავრცელების არეალი (ბუნებრივ პირობებში),მხოლოდ და მხოლოდ ლორდ-ჰაუსისა და ბოლს-პირამიდის კუნძულებია.