ანტარქტიდის შესახებ…

ანტარქტიდა - უნიკალური მატერიკია მრვალი მიზეზის გამო.მაგალითად ამ კონტინენტზე არის ადგილები,სადაც უკანასკნელი 2 მილონი წლის მანძილზე ერთხელაც კი არ უწვიმია.

ამ მოვლენების გამო აღნიშნული მატერიკი უთანაბრდება იმ უდაბნოებს,რომლებიც ყველაზე მშრალ ადგილებადაა მიჩნეული.მაგალითად საჰარას ცნობილ უდაბნოში ნალექი წელიწადში 25 მმ-ს შეადგენს და აღსანიშნავია ისიც,რომ ასეთივე რაოდენობა აღნინიშნება ანტარქტიდაზეც.ამ უნიკალურ კონტინენტზე,არის ადგილები,სადაც არ არსებობს თოვლი,ყინული და წვიმა,თუმცა ასეთი ტერიტორიები ანტარქტიდის კონტინენტის მხოლოდ 2 %-ს შესადგენს.ანტარქტიდა დაფარულია ყინულით,რის გამოც იგი დედამიწის ყველაზე ტენიან ადგილად არის მიჩნეული.ცნობილია ისიც,რომ ანტარქტიდის ყინულები შეიცავს 70 %-ს,მსოფლიო მტკნარი წყლებისა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამ მონაცემებისა,ანტარქტიდაზე ქრის ძალიან ძლიერი ქარი და იგი მსოფლიოში აღიარებულია,როგორც ყველაზე სწრაფი ქარის მქონე კონტინენტად.ქარის სისწრაფემ ამ კონტინენტზე შესაძლოა 320 კილომეტრ საათსაც კი გადააჭარბოს.ანტარქტიდაზე ყველაზე ქარიან ადგილად მიჩნეულია Commonwealth-ის უბე,სადაც ოფიციალურად არის დაფიქსირებული მუდმივად მქროლავი ქარი,რომლის სიჩქარეც 322 კილომეტრ საათს შეადგენს.მიუხედავად მუდმივ მქროლავი უძლიერესი ქარისა,დიდმა ავსტრალიელმა გეოლოგმა და ანტარქტიკის მკვლევარმა – სერ დუგლას მოუსონმა (1882-1958 წლები),აღნიშნულ უბეში დააარსა კვლევით ბაზა. (ავტორი გენია.ჯი)

P.P. დღემდე დაფიქსირებულ ყველაზე ძლიერ ქარად,მიჩნეულია 1999 წლის 3 მაის ოკლაჰომას შტატში,ბრიჯ-კრიკთან დაფიქსირებული ტორნადოს მიერ გამოწვეული 512 კილომეტრ საათით მქროლავი ქარი,რომელსაც სპეციალისტებმა “ფუჯიტას სკალის” – უმაღლესი F 6 კლასი მიანიჭეს.