“Poena cullei” – სიკვდილით დასჯის ძველრომაული მეთოდი
“Poena cuiiei” - ლათინური ენიდან თარგმანით აღნიშნავს “დასჯას ტომარაში”.იგი წარმოადგენდა კვალიფიციურ სახეობას სიკვდილით დასჯისა,ძველი რომაული სისხლის სამართლის მიხედვით.ამ მეთოდით ძირითადად რომაული სასამართლოები სიკვდილით სჯიდნენ იმ ადამიანებს,რომლებსაც ბრალი უმტკიცდებოდათ ნათესავების (ძირითადად მამის) მკვლელობაში.მაშინ,როდესაც ამა თუ იმ ადამიანს სიკვდილით ამ მეთოდით სიკვდილით დასჯას გამოუტანდნენ,მას სვამდნენ ტყავის ტომარაში,რომლებშიც ასევე ათავსებდნენ ცოცხალ გველს,მაიმუნს,მამალსა და ძაღლს,რის შემდეგაც მათ სპეციალურად მოწყობილ ბოძზე ჰკიდებდნენ.გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ კი ტომარას წყალში ძირავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილმისჯილთან ერთად ცოცხალი ცხოველების ჩასმას,ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.კერძოდ: ძაღლი – აღნიშნავდა მშობლების (ზოგადად ნათესავების) მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებას (რადგანაც იგი დაბადებიდან ცხრა დღის მანძილზე თავლში ვერ იყურება); მამალი – თავად დანაშაულის სიმბოლო გახლდათ; გველი – სიკვდილით დასჯილი ადამიანის მშობლების,ან ნათესავების მწუხარებას; მაიმუნი – თავად დამნაშავის სიმბოლო იყო.რომში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც არ შემწყდარა ადამიანების ამ მეთოდით სიკვდილით დასჯა.რომის იმპერატორის 306-337 წლებში – კონსტანტინე I დიდის ბრძანებით,ქვეყანაში ოფიციალურად ამ მეთოდით სჯიდნენ არა მარტო მშობლებისა და ნათესავების მკვლელებს,არამედ ბავშვების მკვლელელბსაც.