“ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი ავიაკომპანიები”

გერმანული ბიურო JACDEC,სპეციალიზირებულია იმ კვლევებისათვის,რომელიც ადგენს დონეს სატრანსპორტო ავიაციური უსაფრთხოებისა.აღნიშნული ბიურო ამ საქმიანობით 1973 წლის შემდეგ არის დაკავებული და აღნუსხავს ყველა იმ ავიაკატასტროფას,რომელიც ამა თუ იმ ავიაკომპანიას შეემთხვევა.შემდეგ იგი აანალიზებს,როგორც  დანაკარგს თვითმფრინავების რაოდენობისა,ასევე ბორტზე მყოფი დაღუპული მგზავრების. (ავტორი გენია.ჯი) 1973 წლიდან JACDEC-ის ბიურო აქვეყნებს ყოველწლიურ მონაცემებს და უსაფრთხოების რეიტინგებს ამა თუ იმ ავიაკომპანიისა.გარდა ყოველწლიური რეიტინგებისა,JACDEC-მა წარმოადგინა ბოლო 30 წლის სრული მონაცემები და რეიტინგები (1973 წლიდან – 20013 წლამდე ჩათვლით) ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი ავიაკომპანიებისა.აღნიშნულ რეიტინგს აქვე შემოგთავაზებთ:

1. “China Airlines” - პირველი ადგილი უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მომხდარი ავიაკატასროფებისა და მსხვერპლის რაოდენობით,აღნიშნულმა გიგანტურმა ჩინურმა ავიაკომპანიამ დაიავა,რომელიც დაარსებულ იქნა 1962 წელს.იგი ასრულებს არა მარტო შიდა რეისებს,არამედ საერთაშორისო რეისებს – ჰონკონგის,დელის,ჯაკარტის,ნიუ-იორკის,რომის და მსოფლიოს სხვა ქალაქების მიმართულებით. (ავტორი გენია.ჯი) მის საავიაციო პარკში დღესდღეობით ირიცხება “Aibus”-ის და “Boeing”-ის თვითმფრინავები.ჩინურმა ავიაკომპანიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში 8 თვითმფრინავი დაკარგა,რასაც საერთო ჯამში 755 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ამ მონაცემების თანახმად,ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელ ავიაკომპანიად JACJDEC-მა – “China Airlines” მიიჩნია.

2. “TAM Airlines” - მეორე ადგილი აღნიშნულ რეიტინგში დაიკავა,1961 წელს დარსებულმა გიგანტურმა ბრაზილიურმა ავიაკომპანიამ.იგი არა მარტო ბრაზილიის,არამედ მთელი ლათინოამერიკული ქვეყნების კომერციული ავიაკომპანიების ფლაგმანად არის დღემდე მიჩნეული და ასრულებს როგორც შიდა რეისებს,ასევე საერთაშორისო რეისებსაც,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით. (ავტორი გენია.ჯი) ბოლო 30 წლის მანძილზე,აღნიშნულმა ავიაკომპანიამ 6 თვითმფრინავი დაკარგა ავიაკატასროფების შედეგად,რასაც საუბედუროდ 336 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

3. “Air India” - მესამე ადგილი აღნიშნულ ნუსხაში დაიკავა 1932 წელს დაარსებულმა გიგანტურმა ინდურმა ავიაკომპანიამ.თავდაპირველად ავიაკომპანიის სახელი გახლდათ “Tata Airlines”.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ დღესდღეობით “Air India” მიჩნეულია,როგორც მსოფლიოს უდიდესი სატვირთო და სამგზავრო ავიაკომპანია. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე გამოსაყოფია ის ფაქტიც,რომ იგი წარმოადგენს სახელმწიფო ავიაკომპანიას და მათი ძირითადი საბაზისო აეროპორტები მდებარეობს ინდოეთის დედაქალაქ დელისა და ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ მუმბაის საერთაშორისო აეროპორტებში.ასრულებს როგორც შიდა რეისებს,ასევე საერთაშორისო რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ავიაკომპანიას 3 უმსხვილესი ავიაკატასტროფა შეემთხვა,რასაც 329 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

4. “Gol Transportes Aereos” - წარმოადგენს 2000 წელს დაარსებულ,ბრაზილიის საბიუჯეტო ბალანსზე მყოფ სახელმწიფო ავიაკომპანიას,რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია სან-პაულუში. (ავტორი გენია.ჯი) იგი ასრულებს,როგორც რეგულარულ,ასევე ჩარტერულ რეისებს,როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე საზღვრებს გარეთაც.მან დაარსების დღიდან ერთი  საშინელი ავიაკატასტროფა განიცადა,რასაც 154 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

5. “Korean Air” - წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიას სამხრეთ კორეიისა,რომელიც დაარსებულ იქნა 1962 წელს.აღნიშნულმა ავიაკომპანიამ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე 9 ავიაკატასტროფა განიცადა,რასაც 687 ადამიანის დაღუპვა მოყვა.ალბათ ყველას გაუკვირდება,თუ რატომ იკავეს იგი რეიტინგში,მიუხედავად უდიდესი მსხვერპლისა და ავიაკატასტროფების მაჩვენებლებით მეხუთე ადგილს.როგორც JACDEC ხსნის,ამ ავიაკომპანიას ბევრად მეტი საჰაერო გარბენი აქვს,ვიდრე მაგალითად “Gol Transportes Aereos” და სხვა იავიაკომპანიებს.”Korean Air”-ის თვითმფრინავები მსოფლიოს 50 ქვეყნის 130 ქალაქში ასრულებს რეისებს და ამ მაჩვენებლით იგი 12 უდიდეს მსოფლიო ავიაკომპანიებს შორის ერთ-ერთი “წარმომადგენელია”. (ავტორი გენია.ჯი) აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ კორეის ეროვნული ავიაკომპანია “Korean Air”,წარმოადგენს ერთ-ერთი გლობალური ავიაალიანსის “Sky Team”-ის ფუძემდებელ ავიაკომპანიას.

 
P.S. გარდა ზემოთ აღნიშნული ავიაკომპანიებისა,ყველაზე დიდი საფრთხის შემცველ ავიაკომპანიებში მოხსენიებულია ისეთი ავიაკომპანიებიც,როგორებიცაა – “Saudi Arabian Airlines” (ავიაკატასტროფას შეეწირა 4 თვითმფრინავი და 310 მგზავრი),”Turkish Airlines” (განიცადა 6 ავიაკატასტროფა,რასაც 166 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა),”Thai Airways International” (ტაილანდის ეროვნული ავიაკომპანია,რომლის 5-მა თვითმფრინავმა განიცადა ავიაკატასტროფა,რასაც 309 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა),”South African Airways” (წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ ავიაკომპანიას,რომლის ერთმა თვითმფრინავმა განიცადა ავიაკატასტროფა,რასაც 159 ადამიანი შეეწირა).