ტერენს ვენს “ტერი” გილიამის მოსაზრებები…
1. ფული მის ჭეშმარიტ ღირებულებას მაშინ ავლენს,როდესაც საბოლოოდ თავდება.
2. ადამიანები ვერ ხედავენ იმას,რასაც მე ვხედავ და ეს ძალიან მაოცებს.ყოველივე ამის გამო კი საკუთარ დემონებთან,ფაქტიურად თავად სრულიად მარტო მიწევს ცხოვრება.
3. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვოცნებობდი გადამეღო ფილმი “დონ კიხოტი”.რადგან იგი საკუთარი ცხოვრების ისტორიას მაგონებს.მაგონებს იმ ადამიანს,რომელსაც თავი წარმოუდგენია ის,რაც სინამდვილეში არაა და საკუთარი სულელური სიჯიუტით მაინც წინ მიიწევს.
4. ოჯახში წარმოვადგენ იმ ახირებულ ადამიანს,რომელიც ყოველთვის იგვიანებს სადილზე. (ავტორი გენია.ჯი)
5. ჟურნალი “Hello” – ახალი სახის ბიბლიაა.ნამდვილ ბიბლიას შესანიშნავ ლიტერატურად მივიჩნევ,რადგან მან უდიდესი როლი ითამაშა ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში.ჩვენს კულტურაში მრავალი რამ ბიბლიური ისტორიებიდან იქნა აღებული.ეხლა კი ბიბლია,როგორც საყრდენი ადამიანისა,დავკარგეთ.იგი შეცვლილ იქნა ცნობილი ადამიანების ისტორიებით და შესაბამისად მათი სახით მოგვევლინენ სრულიად “ახალი წმინდანები”.