“ბიჯინგა”
“ბიჯინგა” - ინგლისურ ენაზე “Bijinga”,იაპონურ ტრადიციულ ხელოვნებაში წარმოადგენს,საერთო სახელწოდებას იმ სახვითი და გრაფიკული ნამუშევრებისა,რომლებზეც სრულად გამოსახულია ქალური სილამაზე.მაგალითად ამ ხელოვნების ნაწილად განიხილება,ხის დაფაზე მხატვრული ბეჭდვის მიმართულება,სახელწოდებით “უკიო-ე” (სახვითი ხელოვნების მიმართულება იაპონიაში,რომელმაც განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ედოს ისტორიულ პერიოდში,კერძოდ 1603-1868 წლებში). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ხელოვნება კი ერთგვარი წინამორბედი გახლდათ თანამედროვე ფოტოგრაფიისა.”ბიჯინგას” ხელოვნება გამოყენება დღესაც,იმ თანამედროვე იაპონურ ხელოვნებაში,რომელზეც გამოსახულია კლასიკური სახე ულამაზესი იაპონელი ქალისა,ჩაცმული როგორც წესი ტრადიციულ იაპონურ ეროვნულ ტანისამოსში – კიმონოში.ფაქტიურად “უკიო-ს”-ყველა ოსტატი იმ პერიოდისათვის სურათებს ჰქმნიდნენ “ბიჯინგას” ჟანრში.ამ მხრივ იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ ცენტრალურ თემას იაპონური სახვითი და გრაფიკული ხელოვნებისა. (ავტორი გენია.ჯი) “ბიჯინგას” საუკეთესო ოსტატებად დღევანდლამდე მიჩნეული არიან,ისეთი დიდი იაპონელი ოსტატები,როგორებიცაა – კიტაგავა უტამარო,ნისიკავა სუკენობუ,იტო სინსუი და სხვა იაპონელი ხელოვანები.