ჯონ რესკინის ბიოგრაფიიდან…
ჯონ რესკინი (1819-1900 წლები) – წარმოადგენდა დიდ ინგლისელ მწერალს,მხატვარსა და ხელოვნების თეორიტიკოსს.იგი ერთ-ერთ აქტიური წარმომადგენელი გახლდათ ლონდონში დაარსებული “არუნდელის საზოგადოებისა”.მის მიერ დაწერილი ცნობილი ნაშრომებიდან დღემდე გამოყოფენ – “ლექცია ხელოვნებაზე”,”ინგლისური ხელოვნება” და “თანამედროვე მხატვრები”.სულ ჯონ რესკინმა მისი მოღვაწეობის მანძილზე 50-მდე წიგნი,700-მდე სტატია და ლექცია გამოაქვეყნა. (ავტორი გენია.ჯი) 1848 წელს დაქორწინდა შოტლანდიელ ეფი გრეიზე,თუმცა მათი ქორწინება საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა,რის შემდეგაც 1854 წელს,ისინი განქორწინდნენ.ეფი გრეი კი შემდგომში დაქორწინდა უდიდეს ინგლისელ მხატვარზე – ჯონ ევერეტ მილეზე.აღნიშნული ისტორია,აღწერილ იქნა ცნობილ კანადურ ფილმში “ჯონ რესკინის ვნება” და ინგლისურ ფილმში “ეფი”.1850-1860 წლებში მან განიცადა ძლიერი რელიგიური კრიზისი.კერძოდ,1858 წელს შეუყვარდა ახალგაზრდა გოგონა – როზა ლა ტუში,რომელიც პროტესტანტული რელიგიის მკაცრად დამცველი ოჯახის შვილი იყო.ჯონის სიყვარული როზას მიმართ ძალიან დიდი იყო და საბოლოოდ რვა წლის გასვლიშ შემდგომ გაცნობიდან,მას ხელი სთხოვა.1872 წელს ამ წინადადებაზე ოჯახის უდიდესი გავლენის შედეგად როზამ ჯონს ცოლობაზე საბოლოოდ უთხრა უარი,მიუხედავად იმისა,რომ მას ჯონი უყვარდა.აღნიშნული ისტორიიდან დეტალები, დიდმა რუსმა მწერალმა – ვლადიმერ ნაბოკოვმა,მის შესანიშნავ რომანში – “ლოლიტა” არაერთხელ მოიხსენია.ამ მოვლენამ რესკინზე იმდენად დიდად უარყოფითი გავლენა იქონია,რომ მას ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. (ავტორი გენია.ჯი) 1885 წელს იგი საბოლოოდ განმარტოვდა და გარესამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტი შეიზღუდა.ფაქტიურად იგი სრულ მარტოობაში აღესრულა 1900 წლის 20 იანვარს,ბერნტვუდის რაიონში.მისმა შემოქმედებამ და ცხოვრებისეულმა ტრაგედიამ კი დიდი გავლენა იქონია ისეთ უდიდეს მწერლებზე და ხელოვანებზე,როგორებიც იყვნენ – ოსკარ უაილდი,უილიამ მორისი,მარსელ პრუსტი,ლევ ტოლსტოი და ინდოეთის ეროვნული გმირი მაჰათმა განდი.