გაიუს იულიუს კეისრის მკვლელობის გამომწვევი მიზეზები
რომის ლეგენდარული იმპერატორი - გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები) ამბობდა: „რესპუბლიკა სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი სახელი, სხეულისა და სახის გარეშე. სულას არაფერი გაეგებოდა, თუ უარი თქვა დიქტატორის ძალაუფლებაზე. კეისართან ხალხი უფრო ფრთხილად უნდა ლაპარაკობდეს, ყოველი ჩემი სიტყვა მათ კანონად უნდა მიიჩნიონ”. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში კეისარი იმდენად გაყოყოჩდა, რომ როცა ერთხელ მისანმა აუწყა სამსხვერპლო ცხოველს გული არ აღმოაჩნდა და ეს მომავალი უბედურების ნიშანიაო, განუცხადებია – „ყველაფერი კარგად იქნება, თუ კი მემოვისურვებ, და იმაში, რომ პირუტყვს გული არ აქვს გასაოცარი არაფერიაო”.
კეისარის მიმართ უდიდესი რისხვის და სიძულვილის მიზეზი,რომელიც თავს დაატყდა,სხვა იყო: კეისარი პირველმშობელ ვენუსის ტაძრის წინ იჯდა,როცა სენატორები სრული შემადგენლობით ეახლნენ და მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები მიუტანეს. (ავტორი გენია.ჯი) ის კი ფეხზე არ წამოუდგა,მჯდომარემ მიიღო ისინი.ზოგიერთი ავტორი წერს,რომ კეისარი შეეცადა ფეხზე წამოდგომას,მაგრამ კორნელიუს ბალბუსმა არ დაანებაო; სხვები საპირისპიროს ამტკიცებენ – თითქოს მან მკაცრად გადახედა გაიუს ტრებაციუსს,როცა ამ უკანასკნელმა ურჩია,წამომდგარიყო.ეს შემთხვევა განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო ყველასათვის,რადგან თვითონ,როცა ერთხელ ტრიუმფის დროს ტრიბუნთა ადგილებს ჩაუარა და დაინახა,რომ ერთ-ერთი მათგანიპონტიუს აკვილა ფეხზე არ წამოუფგა,ისე აღშფოთდა,რომ წამოიძახა: “რესპუბლიკაც ხომ არ დაგიბრუნო,ტრიბუნო აკვილა!” ამის შემდეგ კიდევ დიდხანს,როცა ვინმეს რამეს ჰპირდებოდა,უმალ დასძენდა: “თუ პონტიუს აკვილას კეთილი ნებაც იქნება”.
კეისარმა უზომოდ შეურაცყო სენატი აშკარა უპატივცემულობით.ამას კიდევ სხვა თავხედური საქციელიც დაუმატა.ერთხელ,როცა ლათინურ თამაშებზე გამართული მსხვერპლთშეწირვიდან ბრუნდებოდა,ხალხის ბრბოს ვიღაც კაცი გამოეყო და ტაშის გრიალში მისი ქანდაკება თეთრბაფთაშემოვლებული დაფნის გვირგვინით შეამკო.სახალხო ტრიბუნმა,ეპიდიუს მარულუსმა და ცეზეტიუს ფლავუსმა ბრძანეს,გვირგვინისთვის ბაფთა მოეგლიჯათ,ის კაცი კი ციხეში ჩაეგდოთ.კეისარმა,უკმაყოფილომ იმითი,რომ სამეფო ძალაუფლებაზე მინიშნებას წარმატება არ მოჰყვა,ან იმით,რომ,როგორც თავად ამბობდა,ამ ძალაუფლებაზე უარის თქმის პატივი წაართვეს,ტრიბუნებს მკაცრი საყვედური გამოუცხადა და თანამდებობებიდან დაითხოვა.ამ დროიდან მოყოლებული,ვერა და ვერ ჩამოიშორა სირცხვილი სამეფო ძალაუფლებისკენ ლტილვის გამო,მიუხედავად იმისა,რომ ერთხელ ერთ მდაბიოს,რომელმაც მეფე დაუძახა,უპასუხა,კეისარი ვარ და არა მეფეო! სხვა შემთხვევაში კი,როცა ლუპერკალიებზე როსტრების ტრიბუნის წინ კონსული ანტონიუსი რამდენჯერმე შეეცადა,მისთვის დიადემა დაედგა,არ მიიღო ძვირფასი გვირგვინი და კაპიტოლიუმზე,უზენაესი და უდიდესი იუპიტერის ტაძარში გაგზავნა.მეტიც,სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა ხმები,კეისარი ალექსანდრიასა და ილიონში აპირებს გადასახლებას და მთელი სახელმწიფო სახსრების გადატანას,ჯარში გაწვევებით იტალიის დაუძლურება უნდა,რომის მართვას კი თავის რჩეულ მეგობრებს ანდობსო.იმასაც ამბობდნენ,სენატის უახლოეს სხდომაზე კვინდემცემვირი ლუციუს კოტა კეისრის მეფედ გამოცხადების შესახებ წინადადებას შეიტანს,რადგან წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია,რომ პართიელების დამარცხებას მხოლოდ მეფე შეძლებსო.
სწორედ ამან გადააწყვეტინა შეთქმულების მონაწილეებს,დაეჩქარებინათ განზრახულის აღსრულება,რათა იძულებული არ გამხდარიყვნენ,ამგვარი წინადადებისათვის მიეცათ ხმა.
სენატში მისვლის დროს კეისარი დაჯდა თუ არა,შეთქმულები,თითქოსდა მისასალმებლად,ირგვლივ შემოუსხდნენ.პირველობა ციმბერ ტილიუსმა ითავა,მასთან სულ ახლოს მივიდა,თითქოს რაღაცის სათხოვნელად.როცა კეისარმა ანიშნა,გაჩერდიო,მან ტოგაში ჩაავლო ხელი იდაყვებს ზემოთ.”ეს უკვე ძალადობაა!” – შეჰყვირა კეისარმა. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ კასკამ უკნიდან მოუქნია მახვილი და ყელს ქვევით ჩასცა.კეისარი კასკას ხელში სწვდა,გრიფელი აძგერა,შეეცადა წამომხტარიყო,მაგრამ მეორე დარტყმამ შეაჩერა.როცა ყოველი მხრიდან მისკენ მიმართული გასიშვლებული მახვილები დაინახა,თავზე ტოგა წაიფარა,მარცხენა ხელით კი მისი კალთები მუხლებს ქვემოთ ჩამოუშვა,რათა თხემით ტერფამდე დაფარული,ღირსებაშეულახავი დაცემულიყო.ოცდასამი ჭრილობა მიაყენეს და მხოლოდ პირველ დარტყმაზე აღმოხდა – ყვირილი კი არა,უფრო გმინვა, – თუმცა ზოგიერთი ავტორი გადმოგვცემს,თითქოს მარკუს ბრუტუსს,რომელიც მასთან მიიჭრა,კეისარმა უთხრა: “შენც,შვილო ბრუტუს?”
ყველა გაიქცა,კეისარი უსულოდ იწვა,სანამ სამმა მონამ საკაცეზე არ გადაასვენა,საიდანაც ცალი ხელი ჩამოუვარდა.ასე წაასვენეს შინ.ამდენ ჭრილობას შორის,ექიმ ანტისტიუს აზრით,სასიკვდილო მხოლოდ ერთი იყო – მეორე,მკერდში მიყენებული.
შეთქმულებს უნდოდათ,მოკლულის სხეული ტიბერისში გადაეგდოთ,ქონების კონფისკაცია მოეხდინათ,მისი მიღებული აქტები გაეუქმებინათ,მაგრამ კონსულ მარკუს ანტონიუსის და მხედრობის უფროსის,ლეპიდიუსის შიშით ვერ გაბედეს.იდგა ძვ.წ.აღ-ით 44 წლის 15 მარტი.დღე როდესაც რომის იმპერიას მოუკლეს – გაიუს იულიუს კეისარი. (ავტორი გენია.ჯი)