“მაგლემოზეს კულტურა”
“მაგლემოზეს კულტურა” - “ინგლისურ ენაზე “Maglemosian culture”,წარმოადგენდა VII-V ათასწლეულების მეზოლითური ხანის კულტურას,რომლის პირველი დამადასტურებელი არტეფაქტები აღმოჩენილ იქნა თანამედროვე დანიის ტერიტორიაზე.გარდა დანიისა,აღნიშნული კულტურის დამადასტურებელი მრავალი არტეფაქტი კიდევ აღმოჩენილ იქნა ევროპის უდიდეს სივრცეზე: აღმოსავლეთ ინგლისიდან ლიტვამდე და ნორვეგიის სამხრეთიდან პიკარდიამდე (საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონი).ფაქტიურად “მაგლემოზეს კულტურა” გავრცელებული იყო საფრანგეთში,ნიდერლანდებში,დიდ ბრიტანეთში,ირლანდიაში,სამხრეთ შვედეთში,გერმანიის ჩრდილოეთში,პოლონეთში,ესტონეთსა და ფინეთში.ამ პერიოდებში მაცხოვრებელი ხალხი ძირითადად მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე სახლდებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მათ ძირითად საცხოვრებელ ალაგებს ცხოველის ტყავისაგან დამზადებული კარვები ან ხის ტოტებისაგან დაწნული ქოხები წარმოადგენდა.როგორც ისტორიკოსები და არქეოლოგები ვარაუდობენ სწორედ ამ კულტურის ხალხი გახლდნენ პირველები,ვინც ნიჩბოსანი ნავები გამოიგონეს.იმ დროისათვის ინოვაციურ ტრანსპორტს ისინი სანადიროდ და სათევზაოდ გამოიყენებდნენ.იარაღად მშვილდ-ისარს და ძვლის პირისაგან დამზადებულ ჰარპუნებს (სატყორცნი იარაღი ვეშაპებზე და თევზებზე სანადიროდ) იყენებდნენ.ნორვეგიელი ანთროპოლოგის – შრეინერის აზრით,ანთროპოლოგიური მაგლემოზები გახლდნენ პირველი ადამიანები,რომლითაც კვლავ დასახლდა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი ყინულის დნობის შემდეგ.მაგლემოზური ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ისეთი გეომეტრიული ნიმუშები,როგორებიც ახასიათებდა ჩრდილოეთ აფრიკელი უძველესი ხალხის ბერბერების კულტურას და ძირითადად ამა თუ იმ საგანზე გამოსახავდნენ რეალურ ცხოველებს,ფაქტიურად იდენტურს რასაც იბერიული კულტურა. (ავტორი გენია.ჯი) ამულეტების დასამზადებლად ისინი ქარვის ქვებს ამუშავებდნენ.მეცნიერთა ნაწილის დასკვნებით მაგლომეზური კულტურა წარმოადგენს შედეგს,ბერბერების გადასახლებისა ევროპაში ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩვ.წ.აღ-მდე VIII-VI ათასწლეულებში.”მაგლემოზეს კულტურა” გახდა შემდგომში საწინდარი,ცნობილი “კონგემოზეს კულტურის” ჩამოყალიბებისა სკანდინავიის ქვეყნებში.