თამარ მეფის “უკანასკნელი მიმართვა”
სიკვდილის წინ თამარმა მოიწვია სამეფოს წარჩინებული პირები,ძალ-ღონე მოიკრიბა და მხნედ მიმართა მათ:
“ძმანნო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა,უსაშინლესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა,რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი.თქუენ ყოველნი თვით მოწამე ხართ,რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თვითოულისამებრ არზანგისა,ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ,აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა,ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკვირველითა,გევედრები ყოველთა,რათა მარადის კეთილსა შინა იყვნეთ მახსენებელი ჩემდა.აჰა,ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი,გიორგი და რუსუდანი.ეგენი მიიხუენით ჩემ წილ და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი”. (ავტორი გენია.ჯი)
შემდეგ თამარმა ხატსა და ცხოველმყოფელ ჯვარს შეჰღაღადა: “ქრისტე ჩემო მხოლოო,დაუსრულებელი მეუფეო ცატა და ქუეყანისაო! შენ შეგევედრებ სამეფოსა ამას,რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას,პატრონითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა,რომლნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა”.
საქართველოს დედოფალთ-დედოფალი აღესრულა 1213 წლის 27 იანვარს.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ ხელნაწერში 27 იანვრის ქვეშ აღნიშნულია:
“ამასვე დღესა განცვალა აქათ ესე მეფობაჲ ცხოვრებად და სუფევად საუკუნოდ ნეტარებით მოხსენებულმან თამარ დედოფალმან,რომლის ხსენებაჲ და კურთხევაჲ საუკუნომცა არს”. (ავტორი გენია.ჯი)