ტანგალუნგა
ტანგალუნგა - რომელსაც ასევე უწოდებენ “კუნძულის ვივერას”,წარმოადგენს ძუძუმწოვარა ცხოველს ვივერასნაისებნთა ოჯახისა.პირველად აღნიშნული სახეობა აღმოჩენილ იქნა 1996 წელს ვიეტნამში,კერძოდ ზალიაის პროვინციაში,პლეიკუს ზეგანზე.მოგვიანებით კი იგი აღმოჩენილ იქნა ვიეტნამის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში და აზიის სხვა რეგიონებშიც.დღესდღეობით ტანგალუნგას გავრცელების არეალს შეადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია,მალაიზია,ფილიპინები,ინდონეზია,ბრუნეი და სინგაპური.გარეგნული ფორმებით იგი ძალიან ჩამოჰგავს კატისა და ლემურას ნაზავს. (ავტორი გენია.ჯი) გააჩნიათ მომრგვალებული ყურები,დიდი თვალები და გრძელი კუდი.სხეულის სიგრძე 58 სანტიმეტრიდან – 95 სანტიმეტრამდეა.კუდის სიგრძე კი 30 სანტიმეტრიდან 48 სანტიმეტრამდეა.ტანგალუნგას წონა 3 კილოგრამიდან – 7,5 კილოგრამამდეა.მისი სიცოცხლის მაქსიმალური ზღვარი 15 წალმდეა.ხმა კატის მსგავსი აქვს.ბინადრობენ ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლეზე მთიან მასივებში.იშვიათად,შესაძლოა ბუნაგი ადამიანთა საცხოვრებლების ახლოს ჰქონდეთ.იკვებებიან მცირე ზომის ძუძუმწოვრებით,ფრინველებით,რეპტილიებით,ამფიბიებით და ქვეწარმავლებით.გარდა ამისა ხილის ნაყოფით და ფესვებით.განსაკუთრებით აქტიურები ღამის საათებში არიან და ძალიან კარგად ფლობენ ხეზე ცოცვის პრაქტიკას.მსხვერპლზე ნადირობისას კარგად ინიღბებიან და აწყობენ ჩასაფრებას.გამრავლების პერიოდი ივნისიდან სექტემბრამდე აქვთ და თითოეული დედალი ტანგალუნგა 1-დან 4-მდე პატარას ბადებს. (ავტორი გენია.ჯი) ლაქტაცია ერთ თვემდე გრძელდება.მათ უმთვარეს მტრევბად ბუნებაში,შედარებით დიდი მტაცებლები მიიჩნევიან.დღესდრეობით ტანგალუნგა “წითელ წიგნშია” შეტანილი,როგორც გადასენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველი და მათზე ნადირობა ჯარიმას ან ციხეს ექვემდებარება.