იცით თუ არა,რომ

null1. ცნობილი ფრანგი ალქიმიკოსის,ექიმის,პოეტისა და წინასწარმეტყველის – მიშელ დე ნოტრდამის,იგივე ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ტექსტებში,სიტყვები: სიკვდილი 139-ჯერ,ბრძოლა 111-ჯერ,სისხლი 89-ჯერ,ცეცხლი 78-ჯერ,ჭირი 42-ჯერ,ხოლო შიმშილი 38-ჯერ,არის მოხსენიებული.

2. ყველაზე ხანგრძლივი დარეგისტრირებული ფრენა ქათმისა,მხოლოდ 13 წამს მოიცავს.

3. ყველაზე ხანგრძლივი მიწისძვრა ისტორიაში – ამერიკის შეერთებულ შტეტებში,კერძოდ ალიასკაზე დაფიქსირდა.1964 წლის 27 მარტს ალიასკაზე მიწისქვეშა ბიძგები უწყვეტად 4 წუთის მანძილზე გრძელდებოდა.

4. ყველასათვის ცნობილი ესპანელი მომღერალი და კომპოზიტორი – ხულიო იგლეისასი,ახალგაზრდობაში ფეხბურთელი იყო და მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბში – მადრიდის რეალში მეკარედ გამოდიოდა.თუმცა 20 წლის ასაკში იგი საშინელ ავტოავარიაში მოყვა,რის შემდეგაც 3 წლის მანძილზე საავადმყოფოში მკურნალობა მოუწია.ამ პერიოდში მისი სხეული თითქმის პარალიზებული იყო და მხოლოდ ხელების მოძრაობაღა შეეძლო.შედეგად ხშირად უკრავდა გიტარას,რამაც მის შესანიშნავ მუსიკალურ კარიერას დაუდო სათავე. (ავტორი გენია.ჯი)

5. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ლატარეა “სპორტლოტო”,რომლის პირველი გათამაშებაც დაფიქსირდა 1970 წლის 20 ოქტომბერს,დიდი პოპულარობით სარგებლობდა მომხმარებელში.სპორტლოტო 20 წლის მანძილზე თამაშდებოდა და მისი არსებობის ისტორიაში 45 ციფრიდან ექვსივე ციფრი,მხოლოდ ორჯერ იქნა გამოცნობილი.

6. დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში მყოფ მცირე მოცულობის მქონე კუნძულ – სარკზე,რომელიც ლა-მანშის სრუტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და რომლის მოსახლეობაც 1000 მაცხოვრებელს არ აღემატება,2008 წლამდე ოფიციალურ სახელმწიფო წყობად “ფეოდალიზმი” მიიჩნეოდა.

7. მეცნიერთა დასკვნების თანახმად,ბოლო 500 წლის მანძილზე დედამიწის მასამ კოსმოსური ნივთიერებების შედეგად ერთი მილიარდი ტონით იმატა. (ავტორი გენია.ჯი)

8. ყველაზე მრავალრიცხოვანი ფორმა სიცოცხლისა დედამიწაზე – ვირუსებს გააჩნიათ.

9. ზამთრის პერიოდში ხეები არ იზრდებიან.

10. სასმელი წყლის ასაკი,დაახლოებით 3 მილიარდი წელიწადია.