“საინტერესო ექსპერიმენტი”
1977 წელს,ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა – ჩაკ როსმა,გადაწყვიტა საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება.კერძოდ მან საექსპერიმენტოდ აიღო დიდი პოლონური წარმოშვების ამერიკელი მწერლის – ეჟი კოსინსკის,მიერ დაწერილი გახმაურებული რომანი “საფეხურები”,რომელსაც ამერიკაში 1969 წელს მინიჭებული ჰქონდა “ეროვნული წიგნის პრემია”,როგორც საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებს. (ავტორი გენია.ჯი) ჩაკმა საკუთარი ხელით გადაბეჭდა აღნიშნული რომანი და მხოლოდ სახელწოდება (სათაური) შეუცვალა,რის შემდეგაც როსმა იგი 14 ამერიკულ გამომცემლობაში მიიტანა,მათ შორის იმ გამომცემლობაში (Random House),რომელშიც პირველად იქნა გამოცემული რომანი “საფეხურები”. (ავტორი გენია.ჯი) გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩაკ როს ყველა გამომცემლობიდან რომანის დაბეჭდვაზე უარი მოუვიდა,იმ უბრალო მოტივით,რომ იგი არ წარმოადგენდა რაიმე ღირებულ ლიტერატურულ ქმნილებას.