როდერიკ იმპი მურჩისონი
როდერიკ იმპი მურჩისონი - დაიბადა 1792 წლის 19 თებერვალს ტარადეილში (შოტლანდია),კენეტ მურჩისონის ოჯახში.იგი წარმოადგენდა უდიდეს შოტლანდიელ გეოლოგს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია პირველი აღწერა და კვლევები სილურული პერიოდის,დევონური პერიოდისა და პერმული გეოლოგიური პერიოდებისა.სწავლა ინგლისის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დარემის საშუალო სკოლაში დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით კი გრეიტ-მარლოუს სამხედრო კოლეჯში გადავიდა,რათა სმხედრო სამსახურისატვის მომზადებულიყო.1808 წელს ჰერცოგ ველინგტონთან ერთად გადავიდა გალისიაში (ესპანეთი),სადაც მონაწილეობა მიიღო როლისთან და ვიმერუსთან გამართულ ბრძოლებში.შემდგომში კი სერ ჯონ მურის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ლა-კორუნიასთან გამართულ ფინალურ ბრძოლაში.რვა წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ როდერიკი ჯარს საბოლოოდ ანებებს თავს და ქორწინდება გენერალ ჰიუგონინის ქალიშვილზე – შარლოტა ჰიუგონინზე.მატმა ქორწინების შემდეგ ორი წელი კონტინენტურ ევროპაში იცხოვრეს,ძირითადად იტალიაში.1818 წელს კი ინგლისში გადადიან,რა დროსაც მან გაიცნო უდიდესი ქიმიკოსი და ფიზიკოსი – ჰამფრი დეივი.სწორედ ჰამფრის რჩევით დაკავდა შემდგომში მეცნიერებით. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით დიდი ყურადღება როდერიკისა,დაიმსახურა ჯერ კიდევ “ახალგაზრდა” – გეოლოგიის მეცნიერებამ.იგი გაწევრიანდა ლონდონის გეოლოგიურ საზოგადოებაში და თავი დაიმკვიდრა,როგორც ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა გეოლოგიური საზოგადოებისა.მისი კოლეგები გახლდნენ ისეთი დიდი მეცნიერები,როგორებიც იყვნენ – უილიამ კონიბერი,უილიამ ბაკლენდი,ჩარლზ ლაიელი და სხვები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ როდერიკს დიდ დახმარებას უწევდა მეუღლე,რომელთანაც ერთად იმოგზაურა ინგლისის სამხრეთში და იქ აღმოჩენილი სიახლეები 1825 წელს გამოაქვეყნა.მან დიდი ყურადღება გაამახვილა გეოლოგიური კონტინენტის შესახებ და ჩარლზ ლაიელთან ერთად გამოიკვლია ოვერნის ვულკანური ნაწილი საფრანგეთში,იტალიის ჩრდილოეთი და შვეიცარია.მანვე შეისწავლა ალპების გეოლოგიური აგებულება და სტრუქტურა.მისი კვლევები ერთგვარ კლასიკურ ლიტერატურად იქცა ალპების გეოლოგიური კვლევების შესახებ.1835 წელს ინგლისისა და უელსის საზღვარზე კვლევებისას გამოყო იმ პერიოდისათვის უცნობი თვითმყოფადი პერიოდი,რომელსაც – “სილურული სისტემა (პერიოდი)” უწოდეს და იგი მოიცავდა 400 მილიონი წლის წინა პერიოდს,რომელიც 30 მილიონი წელი გრძელდებოდა დედამიწაზე.1839 წელს,სებიჟთან ერთად გამოყო,ასევე თვითმყოფადი პერიოდი,სახელწოდებით – “დევონური სისტემა (პერიოდი),რომელიც დედამიწაზე 410-350 მილიონი წლების შუალედებში არსებობდა.1841 წელს კი გამოყო – “პერმული სისტემა (პერიოდი),რომელიც დედამიწაზე 285 მილიონი წლის წინათ დაიწყო და 55 მილიონი წლის მანძილზე გრძელდებოდა.მის მიერ ჩატარებული შესანიშნავი გეოლოგიური კვლევებისა და აღმოჩენების გამო,როდერიკს მიენიჭა რაინდის ტიტული და ეწოდა “სერ”. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად მას მოიხსენიებდნენ,როგორც სერ როდერიკ იმპი მურჩისონი.სერ როდერიკ იმპი მურჩისონი გარდაიცვალა 1871 წლის 22 ოქტომბერს.მისი სახელი კი დღესდღეობით,როგორც უდიდესი გეოლოგისა დედამიწის და მთვარის 15 გეოგრაფიულ ობიექტს ეწოდა.