პეტერ ჰანდკეს მიერ წარმოთქმული სიტყვა “სლობოდან მილოშევიჩის დაკრძალვაზე”
პეტერ ჰანდკე წარმოადგენს იმ ცნობილ ავსტრიელ მწერალსა და დრამატურგს,რომელიც დიდი გულშემატკივარი გახლდათ იუგოსლავიის ერთიანობის და მისი ხელმძღვანელის სლობოდან მილოშევიჩისა.ამ მიზეზთა გამო კი იგი არა ერთხელ ყოფილა გაკრიტიკებული.როდესაც სლობოდან მილოშევიჩი 2011 წლის 11 მარტს ჰააგის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა,სერბეთის პრეზიდენტმა – ბორის ტადიჩმა უარი განაცხადა იგი სახელმწიფო პატივით დაეკრძალათ.მიუხედავად ამისა 50 000 სერბი ესწრებოდა მის დაკრძალვას 2011 წლის 18 მარტს,მილოშევიჩის მშობლიურ ქალაქ პოჟარევატსში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ცერემონიალს ესწრებოდა პეტერ ჰანდკე,რომელმაც უკანასკნელი სიტყვები წარმოსთქვა მილოშევიჩის დაკრძალვის წინ:
“მსოფლიომ,ამ ეგრეთწოდებულმა ცივილიზებულმა მსოფლიომ,ყველაფერი იცის იუგოსლავიისა და სერბეთის შესახებ.მსოფლიომ,ამ ეგრეთწოდებულმა მსოფლიომ ყველაფერი იცის სლობოდან მილოშევიჩის შესახებ.მსოფლიომ,ამ ეგრეთწოდებულმა მსოფლიომ,იცის სრული სიმართლე.სწორედ ამ მიზეზთა გამო,ეს ეგრეთწოდებული მსოფლიო ყოველთვის გულგრილია არა მარტო დღეს და არა მარტო აქ.მე არ ვიცი სიმართლე.თუმცა მე ვხედავ.მე მესმის.მე ვგრძნობ.მე მახსოვს.აი რატომ ვარ დღეს მე აქ,იუგოსლავიის – სერბეთის,იუგოსლაველების – სერბებისა და სლობოდან მილოშევიჩის გვერდით”. (ავტორი გენია.ჯი)