სუჰა დაუდ ტავილი – “სუჰა არაფატი”
სუჰა დაუდ ტავილი - იგივე სუჰა არაფატი დაიბადა 1963 წლის 17 ივლისს,მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნაბლუსში (პალესტინის ავტონომია),მდიდარი ქრისტიანების ოჯახში.მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად რამალაში გადადის.იმ პერიოდისათვის ორივე ქალაქი იორდანიის შემადგენლობაში ირიცხებოდა,ხოლო 1967 წლიდან კი ისრაელის სახელმწიფოს შემადგენლობასი.სუჰას მამა ბანკირების ოჯახის შთამომავალი იყო და განათლება ოქსფორდის დიდებულ უნივერსიტეტში მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო დედა – რაომონდა ჰავა,ცნობილ პალესტინელ პოეტსა და მწერალს წარმოადგენდა.სწორედ რაიმონდას სახელთანაა დაკავშირებული იერუსალიმში,პალესტინური პრეს-სამსახურის ჩამოყალიბება,ისრაელში ჟურნალ “Al-Awdah”-სა და ამერიკაში ჟურნალ “The Return”-ის გამოცემა.ამ მიზეზთა გამო,იგი არა ერთხელ ყოფილა დაკავებული ისრაელის პოლიციის მიერ.სუჰამ სწავლა,თავდაპიველად სამონასტრო სკოლა Rosary Sisters’ School-ში დაიწყო.მოგვიანებით კი საფრანგეთის უდიდეს სწავლის კერაში – სორბონში აგრძელებს სწავლას.ამ პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა პალესტინელი სტუდენტების კავშირს და ორგანიზებას უწევდა დემონსტრაციებს,პალესტინის დამოუკიდებლობის მოთხოვნით.პირველად სუჰა პალესტინის ლიდერს იასირ არაფატს 1989 წელს შეხვდა,მაშინ როდესაც იგი ვიზიტად საფრანგეთში იმყოფებოდა.იგი ვიზიტისას თარჯიმნად მუშაობდა.მალევე არაფატისაგან მიიღო მიწვევა.კერძოდ იგი მიწვეულ იქნა ტუნისში სამუშაოდ და წინადადებაზე დათანხმების შემდეგ ხდება ეკონომიკური მრჩეველი არაფატისა. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე იგი ხდება პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის წარმომაფგენელი.არაფატსა და სუჰას შორის ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და 1990 წელს 27 წლის ასაკში 61 წლის ასაკში მყოფ იასირ არაფატზე ქორწინდება.ქორწინება საკმაოდ გასაიდუმლოებული გახლდათ და საქორწინო ცერემონია პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ოფისში შედგა.დაქორწინების შემდგომ სუჰამ ქრისტიანული სარწმუნოება უარყო და ისლამზე მოექცა.მათი ქორწინება ორი წლის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო და როდესაც ამის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი,პალესტინელების მხრიდან დიდი გაოცება გამოიწვია.1994 წლის ოსლოს შეთანხმების შემდგომ,პალესტინის ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცა გადასულიყო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში.მას შემდეგ იასირ არაფატი და სუჰა ერთად ღაზას სექტორში ცხოვრობდნენ.1995 წელს მათ პარიზში გოგონა შეეძინათ.2000 წლიდან კი სუჰა ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადადის.მეუღლის გარდაცვალების შემდგომ კი კუნძულ მალტაზე გადადიან,სადაც დღემდე ცხოვრობენ.სუჰას შესახებ მრავალი საინტერესო ცნობები მოიპოვება.პალესტინელთა ერთი ნაწილი მას კორუფციაში სდებდა ბრალს.როგორც ცნობილია პალესტინის ავტონომიის ყველა ფულადი სახსრები იასირ არაფატის პირად ანგარიშზე ირიცხებოდა და მისი მართვა მხოლოდ არაფარტს შეეძლო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ სუჰა კომფორტისა და ფუფუნების დიდი მოყვარული გახლავთ და მისთვის ძვირადღირებული ავტომანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები პრობლემას არ წარმოადგენდა.პალესტინელებში უკმაყოფილებას ისიც იწვევდა,რომ მიუხედავად ისლამის მიღებისა,სუჰა არ ატარებდა თავსაფარს და ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა დასავლური ცივილიზაციისა.აღნიშნული ფაქტები კი დიდ გაღიზიანებას იწვევდა რადიკალ მუსულმანებში.დღესდღეობით,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სუჰა ქალიშვილთან ერთად მალტაზე ცხოვრობს და პალესტინაში იგი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ აღარ დაბრუნებულა.