“1315-1317 წლების დიდი შიმშილობა”
“1315-1317 წლების დიდი შიმშილობა” - წარმოადგენს პირველ ფართომაშტაბიან და საშინელ ისტორიულ მოვლენას (შიმშილობა) ევროპის ისტორიაში.”დიდი შიმშილობის” სახელით ცნობილმა მოვლენამ ევროპაში,მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.აღნიშნული ფაქტი გამოწვეულ იქნა 1315 წლის გაზაფხულზე დაფიქსირებული ცუდი ამინდებიდან გამომდინარე,რამაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და სავარგულების სრული განადგურება გამოიწვია.1315 წლის გაზაფხულზე დაწყებული უამინდობა კი 1317 წლის გაზაფხულამდე გრძელდებოდა და მის მიერ მოტანილ გამანადგურებელი შედეგებს მოსახლეობა 1322 წლამდე იმკიდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდში ევროპის მასშტაბით განსაკუთრებით თავი იჩინა მასიურმა სიკვდილიანობამ,დაავადებებმა,დანაშაულობებმა და კანიბალიზმმაც კი.ფაქტიურად “დიდმა შიმშილობამ” ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში სერიოზული დარტყმა და ზიანი მიაყენა სახელმწიფოებს,ეკლესიებსა და სრულიად ევროპულ საზოგადოებას.შიმშილმა იმ პერიოდში მოიცვა ევროპის ჩრდილოეთი რეგიონები – დიდი ბრიტანეთი,საფრანგეთი,სკანდინავია,ნიდერლანდები,გერმანია და პოლონეთი.როგორც ცნობილია,შიმშილობა მეტ-ნაკლებად არ ასახულა ევროპის სამხრეთ ნაწილზე ალპებიდან – პირენეების ჩათვლით.”1315-1317 წლების შიმშილობამ,ჩრდილოეთ ევროპის ქალაქებში მაცხოვრებელი მოსახლეობის 10-დან 25 %-მდე იმსხვერპლა და აღნიშნული საშინელი მოვლენა,შუასაუკუნეების ევროპის ერთ-ერთ უდიდეს უბედურებად მიიჩნევა დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)