კვეზალი
კვეზალი - წარმოადგენს ყველაზე დიდი ზომების მქონე ფრინველს – ტროგონისნაირთა ოჯახის ჯგუფისა. მათი სიგრძე 35 სანტიმეტრს შეადგენს და გამოირჩევიან შესანიშნავი, ულამაზესი კაშკაშა ფერებით.გარდა ამისა, მათ თავზე მცირე ზომის გვირგვინიც ადგათ. კვეზალების გავრცელების უმთავრეს არეალს წარმოადგენს მექსიკის სამხრეთიდან პანამამდე მდებარე მთის მასივები. მშრალ სეზონზე მათი ნახვა ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზეც კია შესაძლებელი.ხოლო წვიმების სეზონზე ისინი ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე ჩამოდიან. (ავტორი გენია.ჯი) იბუდებენ 50 მეტრი სიმაღლის მქონე მაღალ ხეებზე და იკვებებიან ყველანაირი სახეობის ხილით,მწერებითა და ხის პატარა სახეობის ბაყაყებით.ბუდეებს ხის ფუღუროებში იკეთებენ.დებენ 2-დან – 4 კვერცხამდე და შესაბამისად 2-დან 4-მდე ბარტყს ჩეკავენ.ამ პერიოდში დედალი კვეზალები მამრებს ხმამაღალი ტონით მოუხმობენ,რათა მან ბარტყების გამოსაჩეკად ფუღურო მოიძიოს.მამალი კვეზალი კი მაღალი სიმაღლიდან ზვერავს შესაფერის ადგილს.17-18 დღის მანძილზე დედალ-მამალი კვეზალები ერთმანეთს ენაცვლებიან და როდესაც პატარები დაიბადებიან პირველ დღეებში მწერებით კვებავენ,ხოლო მოგვიანებით ყველა სახის ხილით რაც კი იმ არემარეზე მოიპოვება.აცტეკთა იმპერიის ზეობის ხანაში კვეზალების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო,თუმცა როდესაც კორტესმა დაამხო აცტეკთა იმპერია,მათზე მასიური ნადირომა დაიწყო.ამ მოვლენამ კვეზალები გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა.დრევანდელ დღეს კვეზალის სახეობა “წითელ წიგნშია” შეტანილი.მიუხედავად მათზე დაწესებულუ ნადირობის აკრძალვისა,კვეზალებს ყველაზე დიდ პრობლემას ტროპიკული ტყეების განადგურება უქმნის,სადაც ისინი ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ კვეზალი გვატემალას ეროვნული და თავისუფლების სიმბოლოს მქონე ფრინველად არის მიჩნეული.ცნობილია,რომ კვეზალი ტყვეობაში ვერ ცოცხლობს და დატყვევების შემთხვევაში მათ გული უსკდებათ.ისინი გამოსახული არიან გვატემალას ეროვნულ გერბზე და ფულად კუპიურებზე.