“პურუსი”

“პურუსი” - ინგლისურ ენაზე “Rio Purus”,წარმოადგენს მდინარეს პერუსა და ბრაზილიაში.იგი გახლავთ მარჯვენა შენაკადი,მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარის – ამაზონისა.მისი სიგრძე 3 200 კილომეტრია,ხოლო აუზის სრული ფართობი 365 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.სათავეს პერუში,კერძოდ ანდების მთების აღმოსავლეთ ფერდობზე იღებს და ჩაედინება მდინარე ამაზონში,რომელიც თავის მხრივ ატლანტის ოკეანის აუზს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) წვიმების სეზონი მარტსა და აპრილში იცის,შესაბამისად წყლის დონე ამ დროს მაქსიმუმს აღწევს.აღნიშნული ფაქტი კი ხშირად იწვევს წყალდიდობებს.მდინარე პურუსის ყველაზე დიდი შენაკადი – მდინარე არკია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ანდების მთებამდე პურუსი სანაოსნოდ გამოსადეგი მდინარეა,რაც ფაქტიურად სიგრძით 2 800 კილომეტრს მოიცავს.ცნობილია ისიც,რომ მდინარე პურუსის კალაპოტი მსოფლიოში ყველაზე დაკლაკნილ მდინარედ მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი) სიღრმე მდინარისა ფარვატერში (ნავიგაციისათვის უსაფრთხო გასასვლელი წყლის სივრცესი),შესართავიდან 2 000 კილომეტრამდე მანძილზე – 15 მეტრს შეადგენს.ძირითადად მდინარე ზღვის დონიდან საშუალოდ 33 მეტრ სიმაღლეზე მიედინება და იგი ერთ-ერთი დიდი შენაკადია ამაზონისა.მდინარე პურუსი მდიდარია სარეწაო თევზით,ხოლო მისი სანაპირო ლანდშაფტი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.