ჰენრიხ ფონ ტრეიჩკე
ჰენრიხ ფონ ტრეიჩკე - დაიბადა 1834 წლის 15 სექტემბერს,გერმანიის ქალაქ დრეზდენში,საქსონიელი სამხედრო პირის (ოფიცრის) ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ გერმანელ ისტორიკოს,ლიტერატურულ კრიტიკოს,პროფესორსა და ავტორს ნაშრომისა – “გერმანიის ისტორია მე-XIX საუკუნეში” (გამოიცა ხუთ ტომად).გარდა ამისა იგი დაკავებული გახლდათ პოლიტიკით და შექმნა ევოლუცია ლიბერალიზმიდან – კონსერვატიზმამდე. (ავტორი გენია.ჯი) უმაღლესი განათლება ლაიფციგიას და ბონის უნივერსიტეტებში მიიღო.1859 წლიდან კი ლაიფციგის უნივერსიტეტში იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას,ხოლო 1863 წლიდან ფრაიბურგის უნივერსიტეტში გადადის.საკუთარ ხედვებსა და პოლიტიკურ მოსაზრებებს ფართოდ უწევდა პროპაგანდირებას სტუდენტებთან ლექციების დროს.იგი მხარდაჭერას გამოხატავდა ნაციონალურ-სახელმწიფოებრიობის მიმართ და ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა გერმანული სულის ამაღლება,ჩამოყალიბებაში.1866 წელს მიიღო პრუსიის მოქალაქეობა და ამავე პერიოდში ხდება ქრისტიან ალბრეხტის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.მოგვიანებით გადადის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში,ხოლო 1874 წელს სამუშაოდ მიემგზავრება ბერლინის უნივერსიტეტში,სადაც ისტორიის პროფესორის ხარისხს ანიჭებენ.მანამდე კი 1871 წელს,იგი გერმანული ნაციონალ-ლიბარალური პარტიის კვოტით არჩეულ იქნა გერმანიის რეიხსტაგის დეპუტატად.იგი ფართოდ განიხილავდა გერმანიაში მცხოვრებელი ებრაელების თემებს და მიიჩნევდა,რომ მათ ასიმილაცია უნდა გაეარათ გერმანულ მოსახლეობასთან,ისე რომ მათი რწმენა (იუდაიზმი) არ შელახულიყო.ტრეიჩკე ამ საკითხის ირგვლივ წერდა: “ჩვენი მოთხოვნები თანამოქალაქე-ებრაელების მიმართ მარტივი და ელემენტარულია: დაე გახდნენ ისინი გერმანელები,მარტივად და ჭეშმარიტად იგრძნონ თავი გერმანელებად,ისე რომ თავიანთი ძველი ადათ-წესები და რწმენა არ დააზიანონ. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ არ გვსურს ათასწლოვან კულტურაზე,გერმანიაში მოვიდეს ეპოქა,რა დროსაც წარმოიშვება სასაცილო ებრაულ-გერმანული კულტურა.ისინი ყოველთვის დარჩებიან ხალხად,აღმოსავლური კულტურისა,მაგრამ მოლაპარაკე გერმანულ ენაზე”…