დინგანე კასენზანგაკონა

დინგანე კასენზანგაკონა - მოღვაწეობდა 1795-1840 წლებში და იგი წარმოადგენდა ზულუს ხალხის ინკოსს (უმაღლესი ხელისუფალი) 1828-1840 წლებში.დინგანე ვაჟი გახლდათ ზულუს ხალხის ბელადის სენზანგაკონასი და ამასთანავე მკვიდრი ძმა იყო – ჩაკასი,რომელიც თავის მხრივ პირველი მმართველი და დამფუძნებლი გახლდათ ზულუს სახელმწიფო – კვაზულუსი.

აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჩაკა დესპოტური მმართველობით გამორჩეული იყო,რის გამოც მის მიმართ მოსახლეობა მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი.ამ მიზეზის გამო დინგანე თავად გახდა ინიციატორი,საკუთარი ძმის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობისა და ჩაკა ამ შეთქმულების შედეგად მოკლულ იქნა.შესაბამისად ახალ ინკოსად დინგანე იქნა არჩეული და მან თავისი მმართველობა ჩაკას მიერ მიღებული საშინელი მეთოდების შერბილებით დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) მან მოსახლეობის მიმართ ჰუმანური მეთოდების გამოყენება დაიწყო.რაც მრავალ სოციალურ თუ შიდაპოლიტიკურ სისტემაში აისახა.კერძოდ საშუალება მიეცათ ზულუს ხალხის მებრძოლებს,თავისუფალ დროს საკუთარ ოჯახებს დაბრუნებოდნენ და საოჯახო საქმეს მოკიდებოდნენ.გადაწყვეტილებებს,ჩაკასაგან განსხვავებით საბჭოს რჩევებით მიიღებოდა და ერთპიროვნულ მმართველობას ამით წერტილი დაუსვა.ამ მოვლენებმა კი მას ზულუს ხალხში,დიდი პოპულარობა მოუტანა.დინგანეს მმართველობის პერიოდში,მათ ტერიტორიებზე აფრიკელი ბურების მასიური დასახლება შეიმჩნეოდა,რაც ზულუს ხალხის უკმაყოფილების მიზეზი გახდა და რასაც მალე მათ შორის სისხლისმღვრელი ბრძოლები მოყვა.1838 წელს დინგანემ ჩასაფრება მოუწყო ბურების ერთ-ერთ ლიდერს პიტერ რეტიფს და იგი მოკლულ იქნა.გარდა ამისა განადგურებულ იქნა 400 ბური ფერმერიც.1838 წლის 16 დეკემბერს,ბურების არმიამ ანდრის პრეტორიუსის მეთაურობით გაანადგურა დინგანეს არმია.ამ ბრძოლაში ზულუს ხალხის 3000 მებრძოლი დაკარგა და მალევე ბურებმა დაიკავეს ზულუს ხალხის დედაქალაქი კრაალ მგუნგუნდლოვუ. (ავტორი გენია.ჯი) ამ მარცხის შედეგად დინგანე იძულებული გახდა სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო ბურებთან 1839 წლის 23 მარტს.ფაქტიურად ამ ხელშეკრულების თანახმად,ბურებმა კვაზულუს საკმაოდ დიდი ნაწილი დაიკავეს.მოგვიანებით დინგანე იძულებული გახდა სვაზილენდში გაქცეულიყო,სადაც 1840 წელს მოკლულ იქნა.დიდი ხნის მანძილზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღინიშნებოდა ზულუს ხალხის დამარცხების დღე (16 დეკემბერი),რომელსაც “დინგანეს დღეც” კი უწოდეს.