“ხვარაზმშაჰი”

“ხვარაზმშაჰი” - თარგმანით აღნიშნავს ხვარაზმის მეფეს.იგი წარმოადგენდა ხვარაზმის (ისტორიული ოლქი და უძველესი სახელმწიფო შუა აზიაში) სამეფო ტიტულს და შესაბამისად აღნიშნული ტიტული მინიჭებული ჰქონდათ ხვარაზმის მმართველებს.შუასაუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი ხვარაზმელი სწავლულის ალ-ბირუნის (973-1048 წლები) ცნობების თანახმად,”ხვარაზმშაჰის სამეფო ტიტული,თავდაპირველად ხვარაზმის მმართველების მიმართ გამოყენებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 1292 წელს (ალექსანდრე მაკედონელის მიერ აზიის დაპყრობამდე 980 წლით ადრე). (ავტორი გენია.ჯი) თუმცა სხვა ისტორიული წყაროების ცნობებიდან ირკვევა,რომ ტიტულის სიტყვის ნაწილი – “შაჰი”,გადმოღებულ უნდა ყოფილიყო უფრო გვიანდელ ეპოქაში ან აქემენდიტთა იმპერიიდან,ან კიდევ უფრო ადრეული მიდიის სამეფოდან.ინდივიდუალური პიროვნებების სახელები,რომლებიც  ხვარაზმშაჰის ტიტულის მატარებლები იყვნენ და ამასთანავე დადგენილია მათი გენეოლოგიური მემკვიდრეების (შთამომავლები) შესახებ ინფორმაციები,ფაქტიურად 305 წლიდან იღებს სათავეს.ამ წელს ხვარაზმის სამეფო ტახტზე ადის აფრიგიდთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი და ისინი სამეფო ძალაუფლებას 995 წლამდე ინარჩუნებდნენ.ამ მაჩვენებლით კი აღნიშნული დინასტია ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად მმართველ სამეფო დინასტიად მიიჩნევა ცენტრალურ აზიაში.995 წელს,აფრიგიდთა დინასტიის დაცემის შემდეგაც “ხვარაზმშაჰის” ტიტული არ გამქრალა და იგი ახალი დინასტიის მამუნიდების დინასტიის მმართველების სამეფო ტიტულად იქცა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ყველაზე ცნობილი “ხვარაზმშაჰის” ტიტულის მქონენი,გახლდათ ანუშტეგინიდების დინასტიიდან.აღნიშნული დინასტია ხვარაზმის სამეფო დინასტიას წარმოადგენდა 1077-1231 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) ტიტული “ხვარაზმშაჰისა”,უკანასკნელად უზბეკეთში 1920 წელს იქნა გაუქმებული.ამ ტიტულმა ისტორიაში,ფაქტიურად 1500 წლის მანძილზე იარსება,თუმცა გარკვეული შეფერხებებით.