ამედეო კლემენტ მოდილიანი – “ალისა”
“ალისა” - წარმოადგენს გენიალური მხატვრის,მოქანდაკის და ექსპრესინოიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმოამდგენლის - ამედეო კლემენტ მოდილიანის (1884-1920 წლები) მიერ 1918 წელს ზეთის საღებავით შესრულებულ შედევრს.სურათის სიმაღლე 78,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 39 სანტიმეტრს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი) მოდილიანმა 1915-1920 წლებში 300-მდე პორტრეტი შექმნა და სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება აღნიშნული ტილოს დახატვა.ტილოზე გამოსახულია ციფერ საკვირაო სამოსში ჩაცმული გოგონა,რომელიც ზის და გულზე ოქროს ჯვარი აქვს დამაგრებული.ამასთანავე ისეთი ფორმით არის გამოსახული თითქოს თავის დიდი და მეტყველი თვალებით ტილოს დამთვალიერებლს უყურებდეს და ამით ერთგვარ ჰარმონიულ კონტრასტს ჰქმნის,ტილოს მნახველსა და პორტრეტზე გამოსახულ გოგონას შორის.როგორც ცნობილია მოდილიანი პორტრეტებზე უმეტესად ვერტიკალური ფორმით გამოსახავდა ნატურებს და აღნიშნული ტილოს ამავე მეთოდით აქვს შექმნილი. (ავტორი გენია.ჯი) 1928 წელს – ამედეო მოდილიანის ბრწყინვალე ნამუშევარი – “ალისა”,საჩუქრად გადაეცა დანიის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმს,სადაც იგი დღემდეა დაცული.