„წმინდა მამათა შეგონებანი”

1. „გეშინოდეთ ღვთისა, შეიქმნებით ბრძენი და შვილნი ეკლესიისანი”. – მრავალვნებული ანტონ II

* * *

2. „ჩვენი ხორციელი მშობლები უსათუოდ უნდა გვიყვარდეს და მათ ჯეროვან პატივს მივაგებდეთ, ხოლო მაცხოვარს – უფალს იესო ქრისტეს მათზე მაღლა უნდა ვაყენებდეთ – ნეტარი ავგუსტინე
* * *
3. „როგორც დასაბამი ნაყოფისა არის ყვავილი, ისე დასაბამი მოღვაწეობისა არის მარხვა”. – წმინდა მაქსიმე აღმსარებელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „როგორც ყვავილებს აჭკნობს სიცივე, ასევე ცოდვილი აზრები და სურვილები სუსტდებიან სიკვდილზე ფიქრში”. – ამბა ისაია
* * *
5. „ქრისტიანმა სულის ხსნა თავის ერთადერთ, უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს, ყველაფერი დანარჩენი კი საშუალებად ამ მიზნის მისაღწევად”. – მღვდელი აბრამ ნეკრასოვი