აპოლოდორე დამასკელი
აპოლოდორე დამასკელი - წარმოადგენდა II საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერს,არქიტექტორს,კონსტრუქტორსა და მოქანდაკეს,რომელიც წარმომავლობით სირიის დედაქალაქიდან დამასკოდან გახლდათ.იმ პერიოდისათვის კი დამასკო რომის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა,ისევე,როგორც სირია.აპოლოდორეს ნიჭის უდიდესი თაყვანისმცემელი გახლდათ რომის იმპერატორი – მარკუს ულპიუს ტრაიანე,რომელიც მას დიდ მფარველობასაც უწევდა.სწორედ ტრაიანეს თხოვნის საფუძველზე ააგო აპოლოდორემ ხიდი დუნაიზე,რომლის სიგრძე ერთი კილომეტრი იყო და ოგო გამოყენებულ იქნა დაკიის კამპანიის დროს 105-106 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) მანვე დააპროექტა ფორუმის შენობა რომში,სხვა მცირე პროექტებთან ერთად.იტალიის ქალაქებში ბენევენტოსა და ანკონასი ტრაიანეს სახელზე ააგო ტრიუმფალური თაღები.აღსანიშნავია ისიც,რომ აპოლოდორეს სახელთან აკავშირებენ რომის პანთეონისა და ესპანეთში ალკონეტარის ხიდის აგებას.სხვადასხვა ისტორიული წყაროების ცნობით მან აღადგინა ან ხელახლა ააგო დომიციანეს ოდეონი (შენობა მუსიკალური წარმოდგენებისათვის ან შეჯიბრებებისათვის).აღნიშნული ნაგებობა აღმართულ იქნა მარსის ველზე.ცნობილი “ტრაიანეს სვეტი”,მისივე სახელობის ფორუმის ახლოს ააგო და იგი ასეთი სახის პირველ ტრიუმფალურ მონუმენტად მიიჩნევა.რომის იმპერატორის ადრიანეს მმართველობის პერიოდში (117-138 წლებში),აპოლოდორემ დასცინა ადრიანეს გეგმებს,ვენერას ტაძრის პროექტირების გამო,რის გამოც იგი დააკავეს და მრავალი არჩადენილი დანაშაულის გამო სიკვდილით დასჯა მიესაჯა,რაც აღსრულებულ იქნა კიდეც.აპოლოდორეს შესახებ მრავალმა ცნობილმა ავტორმა შემოგვინახა ცნობები – კასიუს დიონ კოქცეიანუსმა. (ავტორი გენია.ჯი) აპოლოდორეს მიერ დაწერილ იქნა ნაშრომი “ალყის მექანიზმები”,რომელიც სწორედ ადრიანესადმი იყო მიძღვნილი.გარდა კოქცეიანუსისა,მის შესახებ საკმაოდ საინტერესო ნაშრომი დაწერა თომას რიდლმა,სახელწოდებით “აპოლოდორე დამასკელი”.ხოლო მოგვიანებით მისივე სახელი,როგორც უდიდესი არქიტექტორისა და ხელოვანისა ეწოდა კრატერს მერკურის პლანეტაზე.
აპოლოდორე დამასკელის შემოქმედებიდან