აგლაონიკე

აგლაონიკე - რომელსაც ასევე მოიხსეინიებდნენ,როგორც აგანისე თესალიელი,მოღვაწეობდა ჩვ.წ.აღ.მდე II საუკუნეში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ გამოჩენილ ძველბერძენ სწავლულს და პირველ ასტრონომ-ქალს ძველი საბერძნეთისა.უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსისა და ბიოგრაფის მესტრიუს პლუტარქუსისა და დიდი ალექსანდრიელი სწავლულის აპოლონიოს როდოსელის გადმოცემების თანახმად აგლაონიკე,გახლდათ ჰეგეტორე თესალიელის ქალიშვილი.იმ პერიოდისათვის აგლაონიკეს ჯადოქრად მიიჩნევდნენ,რადგან თვლიდნენ,რომ მას შეეძლო მთვარის ზეციდან გაქრობა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი კი აგლაონიკეს მიერ,ერთ-ერთ ასტრონომირ მოვლენის სწორად გამოთვლაში მდგომარეობდა და მას “მთვარის დაბნელება” ეწოდება.თუმცა იმ დროისათვის ასეთი ფაქტი დიდ მოულოდნელობას და მისტიკურ მოვლენას წარმოადგენდა.მრავალი შემდგომი თაობების ქალ-ასტროლოგს,მოსახლეობა I-დან III საუკუნემდე,აგლონიკესთან მისტიურ კავშირში ამხელდა და მათ ისინი “თესალიელ ჯადოქრებს” უწოდებდნენ.ფაქტია,რომ აგლაონიკემ ზუსტად გამოთვალა მთვარის დაბნელების ფაზები და მას ჯადოქრობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.მისი ბიოგრაფიიდან ცნობილი,ფაქტობრივად არაფერია.მიუხედავად ამისა მას პირველ ძველბერძენ ასტრონომ-ქალად მიიჩნევენ,რომელიც საკმაოდ კარგად ფლობდა ასტრონომიულ მეცნიერებას. (ავტორი გენია.ჯი) აგლონიკე მოხსენიებულია,მრავალ ძველბერძნულ ანდაზაში და თქმულებაში.ყველაზე პოპულარული გამოთქმა კი შემდეგი სახით ჟღერს: “ისევე,როგორც მთვარე ექვემდებარება აგლაონიკეს”.აგლაონიკეს სახელი შემდგომ,როგორც პირველი ასტრონომი ქალისა,ეწოდა პლანეტა ვენერაზე განთავსებულ ერთ-ერთ კრატერს.