“სერ უოლტერ რეილის წერილი მეგობარს”
სერ უოლტერ რეილი (1552-1618 წლები) წარმოადგენდა ცნობილ ბრიტანელ მეზღვაურს,პოეტს,დრამატურგს,ისტორიკოსა და მეკობეული ექსპედიციების ორგანიზატორს.იგი თავდაპირველად,1580-იან წლებში ერთგვარი ფავორიტი გახლდათ ინგლისისა და ირლანდიის დედოფლის ელისაბედ I-ის,რომლის დარწმუნებასაც ამაოდ ცდილობდა რეილი ჩამოეყალიბებინა დიდი კოლონია ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა სერ უოლტერ რეილი გახლდათ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმ ფლოტისა,რომელმაც დაამარცხა,იმ პერიოდის საუკეთესო სამხედრო ესპანური ფლოტი,სახელწოდებით “უძლეველი არმადა”.1604 წელს მას ბრალი დასდეს ინგლისის,ირლანდიისა და შოტლანდიის მეფის ჯეიმზ I-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში და ტაუერის ცნობილ ციხეში გამოამწყვდიეს,სადაც იგი 1614 წლამდე იხდიდა სასჯელს.მოგვიანებით იგი კვლავ იქნა დაკავებული წარუმატებელი ექსპედიციის გამო ჩრდილოეტ ამერიკაში,რის შემდეგაც მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.1618 წელს,სიკვდილით დასჯამდე ერთი დღით ადრე მან მეგობარს წერილი გაუგზავნა,რომელშიც იგი მას თხოვდა დასწრებოდა მისი სიკვდილით დასჯას. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,რეილი მეგობარს ურჩევდა,რომ დასჯამდე ადრე მისულიყო,რადგან ბევრი ხალხი დაესწრებოდა პროცეს და საუკეთესო ადგილს დასჯის საცქერლად მის ნაცვლად სხვები დაიკავებდნენ.წერილის ბოლოში კი ეწერა:
“რაც შემეხება მე,გარწმუნებ,რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ამ პროცესიაზე უკვე შერჩეული მაქვს”.